კრისტიან გოტლობ ჰაინე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრისტიან გოტლობ ჰაინე
Christian Gottlob Heyne Tischbein 1772.jpg
დაბ. თარიღი 25 სექტემბერი, 1729
კემნიცი, საქსონიის საკურფიურსტო
გარდ. თარიღი 14 ივლისი, 1812
გეტინგენი, ვესტფალია
ალმა-მატერი ლაიფციგის უნივერსიტეტი
საქმიანობა ფილოლოგია, არქეოლოგია

კრისტიან გოტლობ ჰაინე (გერმ. Christian Gottlob Heyne; დ. 25 სექტემბერი, 1729, კემნიცი, საქსონიის საკურფიურსტო — გ. 14 ივლისი, 1812, გეტინგენი, ვესტფალია) — გერმანელი კლასიკოსი ფილოლოგი, გეტინგენის სახელმწიფო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორი, არქეოლოგი და გეტინგენის ისტორიის სკოლის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტიან გოტლობ ჰაინე დაიბადა 1729 წლის 25 სექტემბერს, კემნიცში, საქსონიის საკურფიურსტოში. მისი მამა ხელმოკლე ფეიქარი იყო, რომელიც სილეზიიდან საქსონიაში გადავიდა, პროტესტანტული რწმენის შესანარჩუნებლად. ჰაინეს განათლების საფასურს, მისი ნათლია იხდიდა. 1748 წელს, მან ლაიფციგის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. მას დაეხმარა კლასიცისტი, იოჰან ფრიდრიხ ქრისტი, რომელმაც გაამხნევა და ბერძნული და ლათინური ტექსტები ათხოვა. ჰაინემ, ლაიფციგში მცხოვრები ფრანგი ვაჭრის ოჯახში რეპეტიტორად დაიწყო მუშაობა, რამაც ხელი შეუშალა სწავლის გაგრძელებაში. 1752 წელს, სამართლის პროფესორმა, იოჰან ავგუსტ ბახმა, მას მაგისტრის ხარისხი მიანიჭა, თუმცა, შემდგომი წლების განმავლობაში, კრისტიან გოტლიბ ჰაინეს მატერიალურ სიძნელეებთან ერთად ცხოვრება მოუხდა.

ჰაინეს მიერ საკუთარი მეგობრის გარდაცვალების შესახებ დაწერილმა ელეგიამ ლათინურ ენაზე, პრემიერ-მინისტრის — ჰენრიხ ფონ ბრიულის ყურადღება მიიპყრო და ავტორთან შეხვედრა მოისურვა. ამგვარად, 1752 წელს, კრისტიან გოტლობ ჰაინე დრეზდენში გაემგზავრა. მას მდივნის თანამდებობა და კარგი ხელფასი შესთავაზეს, თუმცა, დაპირება არ შესრულდა, რის გამოც, მისთვის სიღარიბის შემდეგი პერიოდი დადგა. შუამდგომლობით, ერთადერთი თანამდებობა, რომლის დაკავებაც მან შეძლო, ერთ-ერთი ბიბლიოთეკის მდივნის მოადგილეობა იყო, სადაც, ხელფასის სახით 20 ფუნტ სტერლინგზე ნაკლებს გამოიმუშავებდა.

კრისტიან გოტლობ ჰაინემ, საკუთარი მცირე ხელფასი თარგმნით გააუმჯობესა, თუმცა, შვიდწლიანი ომის მიწურულს, ის ბიბლიოთეკა, სადაც იგი მუშაობდა, განადგურდა და ჰაინე კვლავ გაჭირვებაში აღმოჩნდა. 1757 წელს, მას შესთავაზეს ფრაუ ფონ შონბერგის სახლში საშინაო საქმეებზე მეურვეობა, სადაც საკუთარი მომავალი მეუღლე გაიცნო.

1789 წლის აპრილში, ჰაინე სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს.

გარდაიცვალა 1812 წლის 14 ივლისს, 82 წლის ასაკში, გეტინგენში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • Arnold Hermann Ludwig Heeren: Christian Gottlob Heyne, biographisch dargestellt, Göttingen 1813.
  • Alfred Schmidt: "Deutungen des Mythos im achtzehnten und neunzehnten Jahrhundert. Von Heyne zu Marx", in: Peter Kemper: Macht des Mythos – Ohnmacht der Vernunft? Frankfurt am Main 1989, ISBN 3-596-26643-2. pp. 125–147.