შინაარსზე გადასვლა

კრისტენ კონოლი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტენ კონოლი

კონოლი 2014 წელს
დაბადების თარიღი 12 ივლისი, 1980
მონტკლერი, ნიუ-ჯერზი, აშშ
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი მიდლბერის კოლეჯი და Yale School of Drama
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2003 წლიდან დღემდე
მეუღლე(ები) სტივენ ო’რაილი
შვილ(ებ)ი 2

კრისტენ კონოლი (დ. 12 ივლისი, 1980)[1]ამერიკელი მსახიობი. ცნობილია დანა პოლქის როლით 2011 წლის ფილმში „ტყის ქოხი", კრისტინა გალაჰერის როლით Netflix-ის სერიალში „კოზირი" და ჯეიმი კემბელის როლით CBS-ის სერიალში „ზოოპარკი".

კონოლიმ კარიერა CollegeHumor-ის ციფრულ მოკლემეტრაჟიან ფილმებში განმეორებადი როლებით დაიწყო. ექსტრას სახით გამოჩნდა ფილმებში „მონა ლიზას ღიმილი", „შეხვდი დევს" და „ეს ხდება". ასევე გამოჩნდა ორ CBS-ის დღის საპნის ოპერაში, რომლებიცაა „სახელმძღვანელო სინათლე" და „სამყარო ბრუნავს".

მთავარ პერსონაჟ დანად ჯონ უიდონისა და დრიუ გოდარდის ფილმში „ტყის ქოხი" (2012) გამოჩენის შემდეგ კრისტენ კონოლიმ ფართო ცნობადობა მოიპოვა, ასევე ითამაშა საშინელებათა ფილმში „ყურე". 2013 წელს შეასრულა კრისტინა გალაჰერის მთავარი როლი Netflix-ის სერიალში „კოზირი". 2014 წლის 1 სექტემბერს გამოვიდა A&E-ს მინისერიალი „ჰუდინი", რომელმაც 3,7 მილიონი მაყურებელი მოიპოვა; კონოლი ბეს ჰუდინის როლს თამაშობდა, ხოლო ოსკარის მფლობელი ეიდრიან ბროდი ჰარი ჰუდინის როლს ასრულებდა. კონოლიმ ასევე ითამაშა ჯეიმის როლი, მგზნებარე ჟურნალისტი CBS-ის დრამა-თრილერ სერიალში „ზოოპარკი"[2] და ლენას როლი დრამაში „ჩურჩური".[3] 2014 წელს განასახიერა პეტრა ანდერსონი დრამა-თრილერ ფილმში „კარგი ქორწინება", რომელიც სტივენ კინგის ამავე სახელწოდების მოთხრობაზეა დაფუძნებული.[4]

კონოლი დაიბადა და გაიზარდა მონტკლერში, ნიუ-ჯერსიში.[5][6] დაქორწინებულია სტივენ ო'რაილიზე, რომელთანაც ჰყავს ორი შვილი.[7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „On This Date: Birthdays“. The Fresno Bee. The Associated Press. 2018-07-12. p. 5B.
  2. Zoo Fills Out With New Anima... Actors! – Dread Central. Dread Central (15 January 2015). ციტირების თარიღი: 8 March 2015
  3. Nellie Andreeva. (15 January 2015) Kristen Connolly & Billy Burke To Co-Star In CBS Series 'Zoo'. Deadline. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 1, 2015. ციტირების თარიღი: 8 March 2015
  4. UK Premiere of A Good Marriage Happening During Grimm Up North's Stephen King Season – Dread Central. Dread Central (6 February 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 3, 2020. ციტირების თარიღი: 8 March 2015
  5. Kristen Connolly. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 8, 2023. ციტატა: „Jul 12, 1980 in Montclair, New Jersey, United States.“ ციტირების თარიღი: 2023-11-07
  6. Reich, Ronni. (2012-01-09) Move over, Barrymores - here come the Connollys. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 11, 2022. ციტირების თარიღი: 2022-11-11
  7. Keil, Jennifer Gould (April 10, 2019). 'House of Cards' star is ditching Brooklyn for the 'burbs“. New York Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 25, 2019. ციტირების თარიღი: October 25, 2019.