კრიპტოლემუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრიპტოლემუსი
კრიპტოლემუსი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხოჭოები
ოჯახი:  ჭიამაიასებრნი
სახეობა:  კრიპტოლემუსი
ლათინური სახელი
Cryptolaemus montrouzieri

კრიპტოლემუსი (ლათ. Cryptolaemus montrouzieri) — ხოჭო ჭიამაიების ოჯახისა. ცრუფარიანების ბუნებრივი გამანადგურებელია. მისი სამშობლოა ავსტრალია. საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში 1933 წელს შემოიყვანეს ციტრუსოვანთა ფქვილისებრი ცრუფარიანას გასანადგურებლად. დედალი კრიპტოლემუსი ცრუფარიანია კვერცხსადებში 300-მდე კვერცხს დებს. ახალგამოჩეკილი მატლი ჭამს ცრუფარიანას კვერცხებს. მოზრდილი მატლი და ხოჭო — ცრუფარიანას და მის მატლებს. კრიპტოლემუსი წელიწადში 3 თაობას იძლევა (აფხაზეთში). ზამთარში ამრავლებენ ლაბორატორიაში კარტოფილის ღივებზე, რის შემდეგ უშვებენ ბაღებსა და პლანტაციებში ცრუფარიანას პირველი კვერცხმდებელი თაობის გამოჩენისთანავე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]