კრიოაგენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კრიოაგენტი — ნივთიერება, რომელიც გამოიყენება როგორც მუშა სხეული კრიოგენულ სისტემებში. კრიოაგენტებს დუღილის ტემპერატურა აქვთ −120 ˚C-ზე დაბალი.[1] ჩვეულებრივ კრიოაგენტებად გამოიყენება სუფთა აირები: ჰელიუმი, აზოტი, ჟანგბადი, არგონი და ზოგი ნახშირწყალბადები (მეთანი, ეთანი).[2]

კრიოგენულ ტექნიკაში გამოყოფენ დუღილის ტემპერატურის მიხედვით 1 ატმ. წნევის პირობებში სხვადასხვაგვარ ტემპერატურულ დონეს. მათ სახელწოდება მისცეს ელემენტების შესაბამისი დუღილის ტემპერატურის მიხედვით. 90 ˚K დონის ტემპერატურას ეწოდება ჟანგბადის, 77 ˚K - აზოტის, 35 ˚K ნეონის, 25 ˚K წყალბადის და 4,2 ˚K ჰელიუმის.

ამა თუ იმ ნივთიერების გამოყენების ზღვარი კრიოგენულ ტექნიკაში განისაზღვრება მისი სამმაგი წერტილის მიხედვით. გამონაკლისს წარმოადგენს ჰელიუმი, რომელსაც არ გააჩნია სამმაგი წერტილი. ის არსებობს რამდენიმე ფაზაში და მდგომარეობაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. КРИОАГЕНТ - Большой энциклопедический политехнический словарь. 2004.
  2. Valery V. Kostionk, A Text Book Of Cryogenics / Discovery Publishing House, 2003, ISBN 9788171416424, page 22 "1.2 Use of cryogenic products" "...when used as cryogenic agents .. at present, the substances methane, argon, oxygen, nitrogen, hydrogen and helium, are used at cryogenic temperatures on an industrial scale"