კრინიცა-ზდრუი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ქალაქი Krynica-Zdrój | |||||
|
კრინიცა-ზდრუი | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| სავოევოდო | მალოპოლსკი | ||||
| კოორდინატები | 49°26′00″ ჩ. გ. 20°58′00″ ა. გ. / 49.43333° ჩ. გ. 20.96667° ა. გ. | ||||
| დაარსდა | 1547 | ||||
| ადრეული სახელები | კრინიცა | ||||
| ფართობი | 40.17 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 590 მ | ||||
| მოსახლეობა | 11,243 კაცი (2006) | ||||
| სიმჭიდროვე | 280 კაცი/კმ² | ||||
| სატელეფონო კოდი | 048 18 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 33-380 | ||||
| საავტომობილო კოდი | KNS | ||||
| ოფიციალური საიტი | krynica-zdroj.pl | ||||
კრინიცა-ზდრუი (პოლ. Krynica-Zdrój) — ქალაქი და ბალნეოლოგიური კურორტი პოლონეთში, მალოპოლსკის სავოევოდოში. აქვს სასოფლო-საქალაქო სტატუსი — გმინა. 2006 წლის აღწერით ქალაქში ცხოვრობდა 11,243 ადამიანი. მდებარეობს მდინარე კრინიჩანკის ხეობაში, ზღვის დონიდან 590 მ სიმაღლეზე. დამახასიათებელია ზომიერად ნოტიო კლიმატი. იცის რბილი, მზიანი ზამთარი, იანვრის საშუალო ტემპერატურაა — 5°С; ზაფხული ზომიერად თბილია, ივნისის საშუალო ტემპერატურა 17°С აღწევს. ნალექები 800 მმ წელიწადში. სამკურნალო საშუალება: ცივი ნახშირორჟანგიანი სუსტად მინერალიზებული ჰიდროკარბონატული, კალციუმიანი წყაროები და მაღალმინერალიზებული ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი წყლები. წყაროების წყალს იყენებენ სასმელად, აბაზანებისათვის, ინჰალაციისათვის, ბოთლებში ჩამოსასხმელად და სხვა. ტორფის ტალახით მკურნალობა. კრინიცა-ზდრუი ტურიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის ცენტრია.
2001 წლის 31 დეკემბრამდე ეწოდებოდა კრინიცა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კრინიცა-ზდრუი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- კრინიცა-ზდრუი — ინფორმაცია დაარქივებული 2013-11-05 საიტზე Wayback Machine. (პოლონური)