კრიკორ ამირიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრიკორ ამირიანი

დაიბადა20 ივნისი, 1888
ბაიბურთი, ოსმალეთის იმპერია
გარდაიცვალა1 აგვისტო, 1964 (76 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნებასომეხი
საქმიანობა რევოლუციონერი

კრიკორ ამირიანი (სომხ. Գրիգոր Ամիրեան; დ. 20 ივნისი, 1888 — გ. 1 აგვისტო, 1964) — სომეხი რევოლუციონერი, რომელიც მონაწილეობდა სომხეთის პირველი რესპუბლიკის დაარსებაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოჩენილი სომეხი რევოლუციონერი, კრიკორ ამირიანი დაიბადა 20 ივნისს, 1888 წელს, ბაიბურთში, თურქეთში. ამირიანის ოჯახის წევრებს ბაიბურთში დიდი გავლენა ჰქონდათ. გაიზარდა ჰამიდურ ხოცვა-ჟლეტის დროს, რაც არეულ-დარეული პერიოდი იყო სომხეთის ისტორიაში. 1895 წლის დასაწყისში სულთანმა აბდულ ჰამიდ II– მ ბრძანა ოსმალეთის იმპერიის კონკრეტული სომხური უბნების განადგურება. მან უბრძანა ათასობით თურქულ ჯარს დაეკავებინათ ბაიბურთი, რადგან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული სომხური ქალაქი ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთ მხარეს. როდესაც თურქული ჯარები ქალაქში შემოვიდნენ, მასობრივი აჯანყება დაიწყო 1895 წლის 26 ოქტომბერს. დაუნდობელი ბრძოლის შემდეგ, სომეხ ამბოხებულებს სურდათ, რომ დამპყრობლებთან საერთო ენა გამოენახა. ერია ამირიანი, ამირიანის მამა, აირჩიეს ქალაქის წარმომადგენლად, რათა ოსმალეთის ჩინოვნიკებთან მოლაპარაკებულიყო. მამამის ესროლეს და გზის პირას დატოვეს. მეორე დღეს ის გარდაცვლილი იპოვეს და დაკრძალეს.

ამირიანი სწავლობდა ბაიბურთის ადგილობრივ სომხურ სკოლაში, შემდეგ კი საბოლოოდ ჩააბარა თურქეთის არმიის ოფიცერთა აკადემიაში. 1908 წელს მან დაამთავრა აკადემია და მიიღო ლეიტენანტის წოდება. ის მონაწილეობდა ბალკანეთის პირველი ომის დროს, რომელიც გაგრძელდა 1912 წლიდან 1913 წლამდე. 1913 წლის დასაწყისში ამირიანი დააპატიმრეს ბულგარელმა ჯარისკაცებმა და ციხეში ჩასვეს. 1913 წლის შუა რიცხვებში, ლონდონის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ამირიანი და მრავალი სხვა გაათავისუფლეს.

პირველი მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914-1915 წლებში ამირიანი გენერალ ანდრანიკ ოზანიანის პირადი მცველი და დამრიგებელი იყო. ის ასევე იყო ცნობილი გენერალ დრასტამატ კანაიანის პირადი მეგობარი.1914 წლის 28 ივნისს გავრილო პრინციპმა მოკლა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მემკვიდრე არქდიუკი ფრანც ფერდინანდი. გავრილო პრინციპი ნაწილი იყო ორგანიზაციისა, რომელმაც ბოსნია-ჰერცეგონოვინის განთავისუფლებისთვის ტერორისტულ მოქმედებებს მიმართა. ერთი თვის შემდეგ ევროპაში დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. 1915 წლისთვის ომმა მიაღწია ოსმალეთის იმპერიას და დაიწყო სომეხთა გენოციდი, რამაც 1,5 მილიონზე მეტი სომეხი შეიწირა. ამირიანს სომეხთა გენოციდმა დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა. ამირიანის ოჯახის წევრები მალევე ბაიბურთიდან გამოაძევეს. როდესაც ამირიანის ოჯახმა და ათასობით სხვა სომეხმა მიაღწიეს ერზინკანს, ამირიანის დედამ, ვარანუშმა თავი მოიკლა მდინარე ტიგროში გადახტომით. ამირიანის ოჯახიდან მხოლოდ გადარჩა ჰაიგანუში, კრიკორ ამირიანის უფროსი და. ჰაიგარუშმა თავს გაქცევით უშველა.

1916 წლის 17 აპრილს რუსი გენერალი, ვ. პ. ლაიახოვი ბაიბურთში შეიჭრა, რათა ემართა ქალაქის თურქი და გერმანელი ჯარისკაცები. ამ დროს ამირიანი მსახურობდა სომხეთის პირველ მოხალისეთა პოლკში. პირველი სომხური მოხალისეთა პოლკი იბრძოდა რუსეთის, სპარსეთისა და თურქეთის სასაზღვრო რეგიონებში და შედგებოდა 1200 კაცისაგან. ამირიანი იყო საარტილერიო დივიზიის მეთაური და მსახურობდა გენერალ თოვმას ნაზარბეკიანის, დრასტამატ კანაიანისა და ანდრანიკ ოზანიანის მეთვალყურეობით. ნიკოლოზ II- ის გადადგომისა და ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, პირველი სომხური პოლკი დაიშალა. ამ ყველაფრის მიზეზი იყო ის, რომ სომხურ ძალებს ამარაგებდა რუსეთის იმპერია და ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რუსეთის იმპერია ოფიციალურად გამოვიდა ომიდან, რის შემდეგადაც სომხური პოლკის მომარაგება რუსეთმა შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, პოლკს რუსეთი აღარ ამარაგებდა, ამირიანი და პირველი სომხური მოხალისეთა პოლკი აგრძელებდნენ თავიანთ საქმეს რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, თუმცა დიდწილად ეყრდნობოდნენ ბრიტანეთის იმპერიის მარაგს.

კრიკორ ამირიანი, მარჯვენა მხარეს სათვალეებით, მეგობრებთან ერთად სუკრატში.

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1918 წელს, ამირიანი დაბრუნდა სუკრატში, სტამბოლის სომხურ სამეზობლოში, სადაც ის იყო ბავშვთა სახლის დირექტორი. 1920-იანი წლების დასაწყისში ამირიანი და გენერალი დროო გაიქცნენ რუმინეთში. აქ ამირიანი დაინიშნა მენეჯმენტის ოფიცრად. ღუასკასის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, მთელ პლოიეშტში იყო გავრცელებული. 1923 წელს გენერალმა დრომ ამირიანი გააცნო ახალგაზრდა სომეხ-ბულგარელ გოგონას, სახელად სირანუშ კარაბედიანა. იმავე წლის ბოლოს ამირიანი და სირანუში დაქორწინდნენ. ერთი წლის შემდეგ, ამირიანის პირველი შვილი შეეძინა, ქრისტინე. ამის შემდეგ, შეეძინათ ორი ვაჟი, სებუჰი 1925 წელს და დრო 1928 წელს. ამირიანი ასევე ცხოვრობდა თავის უფროს დასთან, ჰაიგანუშთან და მის დისშვილთან ალენესთან ერთად. ჰაიგანუში იყო ჯორჯ მარდიკიანის დედა, ხოლო ალენე მისი უმცროსი და. ჯორჯ მარდიკიანი იყო ცნობილი სომეხი ქველმოქმედი. 1951 წელს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ჯორჯ მარდიკიანს გადასცა თავისუფლების მედალი მეორე მსოფლიო ომისა და კორეის ომის დროს კოალიციის ძალებისა და სამოქალაქო პირებისთვის საკვების მიწოდებისთვის. ის ასევე იყო პასუხისმგებელი გერმანიის ლტოლვილთა ბანაკიდან 5000 -ზე მეტი სომეხის შეერთებულ შტატებში მიგრაციაზე. 1938 წელს მან გახსნა საკუთარი რესტორანი სახელწოდებით ომარ ხაიამი. 1935 წელს ჰაიგანუში და მისი ქალიშვილი ალენი გაიქცნენ შეერთებულ შტატებში. ერთი წლის შემდეგ, ჰაიგანუში პნევმონიით გარდაიცვალა.

კრიკორ ამირიანი თავის კაბინეტში, 1957 წელს.

ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამირიანი, კრიკორი (1986). მოგონებები
  • მარდიკიანი, ჯორჯ (1955). ამერიკის სიმღერა
  • ვრაციან, სიმონ (1960). ცხოვრების გზის გასწვრივ
  • ჩალაბიანი, ანტრანიგი (1988). დრო
  • ტორლაკიანი, მისაგ (1963). ერთად მივდივართ
  • კრზულიან, მანუკი (2002). დრო, სომეხთა განმათავისუფლებელი ბრძოლის უკვდავი ჯარისკაცი