კრივოი-როგის მეტროტრამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სადგური „ზარიჩნა“
კრივიი-რიჰის მეტროტრამის სქემა ქალაქის ტერიტორიის ფონზე

კრივოი-როგის მეტროტრამი ანუ კრივიი-რიჰის მეტრო, უკრ. Криворізьке метро — ნაწილობრივ მიწისქვეშა სწრაფი მსუბუქი სარელსო სატრანსპორტო სისტემა რომელიც ემსახურება ქალაქ კრივიი-რიჰს (კრივოი-როგს), მოსახლეობის რაოდენობით სიდიდით მეშვიდე ქალაქს უკრაინაში.

იმის გამო რომ მისი სადგურების ნაწილი კლასიკურ საბჭოთა ტიპის მიწისქვეშა მეტროს სადგურებს წარმოადგენს, ხოლო მოძრავ შემადგენლობად გამოიყენება ჩვეულებრივი ტრამვაის ვაგონები, მას მეტროტრამს უწოდებენ, კრივი-რიჰის მეტროტრამის ხაზი მთლიანად გამოყოფილია სხვა, ჩვეულებრივი ტრამვაის ხაზებისგან და ქალაქის დანარჩენი ტრანსპორტისგან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრივიი-რიჰის მეტროტრამის პროექტი შეიქმნა 1972 წელს ხარკოვის ინსტიტუტში «УкркоммунНИИпроект», 1974 წლის ივნისში დაიწყო სამშენებლო სამუშაოები რომელშიც ჩართული იყო სსრკ-ს 40-მდე ორგანიზაცია. მეტროტრამის ერთადერთი ხაზის პირველი მონაკვეთი გაიხსნა 1986 წლის 26 დეკემბერს სადგურებით: „მაიდან პრაცი“, „ჟოვტნევა“, „მაიდან არტიომა“ და სრულდებოდა დროებითი მოსაბრუნებელი მარყიჟით სადგურ „მუდრიონასთან“.ხაზს ემსახურებოდა 7 მატარებელი (2-3 ტრამვაის ვაგონისგან შემდგარი შემადგენლობები). ხაზის მეორე რიგი გვირაბების დატბორვისა და ფინანსური კრიზისის გამო დაგვიანებით გაიხსნა 1988 წლის 13 თებერვალს, ეს სადგურებია: „ბუდინოკ რად“, ცალი ლიანდაგით სადგურამდე „ძერჟინსკა“. 1989 წლის 2 მაისს გაიხსნა სადგურები: „პროსპეკტ მეტალურჰივ“, „კილცევა“.

დამოუკიდებლობის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს დაიწყო მესამე რიგის მშენებლობა ჩრდილოეთის მიმართულებით. ახალი ხაზი ოფიციალურად გაიხსნა 1999 წლის 26 ოქტომბერს. ახალ მონაკვეთზე 4 სადგურიდან მოქმედებდა მხოლოდ 2: „ზარიჩნა“ და „ინდუსტრიალნა“, შუალედური სადგურები დარჩა მშენებლობის ეტაპზე და ასევე ჩატარდა სადგურ „მაიდან პრაცი“ რეკონსტრუქცია. ახალი მონაკვეთი ძველს მიუერთდა ისე, რომ საჭირო გახდა ახალი, № 2 მარშრუტის დანიშვნა. ახალ მონაკვეთზე მოსახვედრად ტრამვაის შემადგენლობებს უწევთ სადგურ „მაიდან პრაცისთვის“ გვერდის ავლა (სადგურ „მაიდან პრაცის“ ბაქანი მდებარეობს მთავარი ხაზის გვერდით, მოსაბრუნებელ წრეზე). 2000 წლის 19 ივნისს გაიხსნა სადგური „ელეკტროზავოდსკა“. 2001 წლის 19 მაისს — სადგური „მისკა ლიკარნია“. სადგური „ვოვნოპრიადილნა“ დაკონსერვდა. 2007 წლის 28 თებერვალს სადგურ „ჟოვტნევას“ გადაერქვა სახელი და ეწოდა „იმენი ჰუტოვსკოჰო“. 2012 წელს დაიწყო მეტროტრამის ინტეგრაცია დანარჩენ ტრამვაის ქსელთან და სადგურ „კილცევასთან“ ის დამატებითი ლიანდაგით მიუერთდა ჩვეულებრივი ტრამვაის ქსელს, რის შემდეგაც შეიქმნა ახალი მარშრუტი. 2012 წლის აგვისტოში მოხდა სადგურ „კილცევას“ რეკონსტრუქცია და ჩასხდომა-გადმოსხდომა ხდება ერტი ბაქნიდან. შექიმნა ახალი მარშრუტი #3 „ზარიჩნა“ - „კილცე კმკ“. 2016 წელს დეკომუნიზაციის კანონის მიღების შემდეგ სახელი შეეცვალა სამ სადგურს: „იმენი ჰუტოვსკოჰო“ გახდა „სონიაჩნა“; „მაიდან არტიომას“ (არტიომ სერგეევის სახელობის) დაერქვა „ვეჩირნი ბულვარ“; სადგურ „ძერჟინსკას“ (ფელიქს ძერჟინსკის სახელობის) დაერქვა „მუდრიონა“.

ტექნიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხაზების სიგრძე (ორმხრივად): 18.7 კმ
  • ვაგონების რაოდენობა: 68
  • ლიანდაგის სიგანე: 1524 მმ
  • ძაბვა: 550ვ (მუდმივი დენი)

მოძრავი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Tatra T3SU სადგურზე „კილცევა“

ექსპლუატაციაშია შემდეგი ტიპის ვაგონები:

სადგურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრივიი-რიჰის მეტროტრამის სქემა
სადგურის დასახელება გახსნის თარიღი ტიპი ძველი დასახელებები
ზარიჩნა 1999 მიწისზედა, გადახურული, გვერდითა ბაქნებით
ელეკტროზავოდსკა 2000 მიწისქვეშა, მცირე ჩაღრმავებით, მალებიანი, გვერდითა ბაქნებით
ვოვნოპრიადილნა დაუსრულებელი მიწისზედა, გადახურული, გვერდითა ბაქნებით
ინდუსტრიალნა 1999 მიწისზედა, გადახურული, გვერდითა ბაქნებით
მაიდან პრაცი 1986 მიწისზედა, ღია, მოსაბრუნებელ წრეზე
სონიაჩნა 1986 მიწისზედა, გადახურული, გვერდითა ბაქნებით ჟოვტნევა, იმენი ჰუტოვსკოჰო
მისკა ლიკარნია 2001 მიწისზედა, ღია, გვერდითა ბაქნებით
ვეჩირნი ბულვარ 1986 მიწისქვეშა, მცირე ჩაღრმავების, კოლონური, ორმალიანი, გვერდითა ბაქნებით მაიდან არტიომა
მუდრიონა 1986 მიწისზედა, გადახურული, გვერდითა ბაქნებით ძერჟინსკა
ბუდინოკ რად 1988 მიწისქვეშა, მცირე ჩაღრმავების, ერთთაღიანი, კუნძულოვანი პლატფორმით
პროსპეკტ მეტალურღივ 1989 მიწისქვეშა, მცირე ჩაღრმავების, ერთთაღიანი, კუნძულოვანი პლატფორმით
კილცევა 1989 მიწისზედა, ღია, ბაქანი მოსაბრუნებელ წრეზე

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადგური პროსპეკტ მეტალურღივ
მონაკვეთი გახსნის თარიღი სიგრძე სადგურები
მაიდან პრაცი—მუდრიონა
(მისკა ლიკარნიას გამოტოვებით)
26 დეკ., 1986 7.7 კმ 4
ბუდინოკ რად 23 თებ., 1988 - 1
მუდრიონა—კილცევა 2 მაი., 1989 4.5 კმ 2
სონიაჩნა—ზარიჩნა
(ელექტროზავდოსკას გამოტოვებით)
25 ოქტ., 1999 5.5 კმ 2
ელექტროზავდოსკა 9 ივნ., 2000 - 1
მისკა ლიკარნია 19 მაი., 2001 - 1
ზარიჩნა-კილცე კმკ 25 მაი., 2012 - 4
სულ: 18.7 კმ 15 სადგური

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • В. Ф. Веклич, Л. В. Збарский Проблемы и перспективы развития трамвайного транспорта в Украинской ССР — К.:Общество «Знание» УССР, 1980
  • В. Ф. Веклич Новые технические решения на городском электрическом транспорте — К.:Будівельник, 1975. — 64 с, илл.
  • Электротранспорт Украины: Энциклопедический путеводитель / Сергей Тархов, Кость Козлов, Ааре Оландер. — Киев: Сидоренко В. Б., 2010. — 912 с.: ил., схемы. — ISBN 978-966-2321-11-1.
  • Кривий Ріг: Фотоальбом. — Киев: «Мистецтво», 1989. — 144 с., цв. ил. (на украинском и русском языках).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]