კრივიანსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრივიანსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
კრივიანსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია — რუსეთი
კრივიანსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კრივიანსკაია
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1910
გარე სურათები
კრივიანსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
კრივიანსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია შიგნიდან

კრივიანსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია ოქტომბრის რაიონის სტანიცა კრივიანსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ოქტომბრის რაიონი, სტანიცა კრივიანსკაია, სკოლის ქუჩა, № 89.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1747 წელს სტანიცა კრივიანსკაიაში ააგეს ხის პატარა სამლოცველო. 1776 წლის 21 ივნისს სამლოცველოს ადგლზე ადგილობრივი მრევლის სახსრებით ააგეს ხის ეკლესია ანალოგიური სამრეკლოთი. ეკლესიის საკურთხეველი აკურთხეს ღვთისმშობლის საფარველის სახელზე. ახალი ეკლესიაც ააგეს მრევლის სახსრებითდა აკურთხეს 1777 წლის 30 სექტემბერს. ახალ ეკლესიაში ინახებოდა 1717 წელს გამოცემული „სახარება“, ხოლო ეკლესიის მთელი ჭურჭელი ვერცხლისა იყო. 1867 წელს ეკლესიასთან გაიხსნა სამრევლო სასწავლებელი.

ახალი ეკლესია გადახურეს რკინის ფირფიტებით და შემოარტყეს ხის მესერი. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება ხის ეკლესია შეეცვალათ ქვის ეკლესიით. ეკლესიისსათვის საჭირო აგური მოიტანეს აგურის ქარხნიდან, რომელიც მუშაობდა სტანიცის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

აგურის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო XX საუკუნის ათიან წლებში. ძველი ხის ეკლესია 1910 წელს გადასცეს ხუტორ პოპოვკასა და მიხაილოვკას (ამჟამად დაბა კამენოლომნი). ტრანსპორტირებისას ეკლესია არ დაუშლიათ და გადაიტანეს დამონტაჟებული. ახალი ეკლესიაც აკურთხეს ღვთისმშობლის საფარველის სახელზე, ხოლო ეკლესიის მცირე საკურთხეველი - ელია წინასწარმეტყველის სახელზე.

საეკლესიო-სამრევლო სკოლა, რომელიც ჯერ კიდევ ძველ ეკლესიაში გახსნეს მუშაობას აგრძელებდა ახლად აშენებულ ეკლესიაშიც.

საბჭოტა ხელისუფლების დროს ეკლესია დაძველდა და სრულიად დაინგრა. მისი სამრეკლოდან მოხსნეს ყველა გუმბათი. ხის კანკელი გამოიყენეს ტიხრად № 72 სკოლის ორი კლასის გაყოფისას. 1990 წელს სკოლის კაპიტალურ რემნტის პერიოდში ტიხარი მოხსნეს და აღმოაჩინეს ხატები.

XX საუკუნის 30-იან წლებში ეკლესიაში განათავსეს მანქანა-ტრაქტორთა სადგური, შემდეგ ეკლესია გამოიყენებოდა ხორბლის საწყობად.

ამჟამად ეს არის მოქმედი ეკლესია ძველი ხატებით და საეკლესიო ნივთებით. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მისი კედლები აქამდე მოხატული არაა. ეკლესიაში აღდგენილია ღვთისმსახურება.

ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ანდრე (სუპრუნოვი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кирсанов Е. И. Православный Тихий Дон. М.: Держава, 1997

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]