კრიალოსანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრიალოსანა
Illustration Hedysarum hedisaroides0.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: პარკოსნები
გვარი: კრიალოსანა
ლათინური სახელი
Hedysarum

კრიალოსანა (ლათ. Hedysarum) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები და ბუჩქბალახებია. მტევნისებრ ყვავილედებში თავმოყრილია მეტწილად ვარდისფერი, მეწამული და იისფერი ყვავილები. ნაყოფი კრიალოსნისებური პარკია. 150-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ, იშვიათად არქტიკული ჰავის პირობებში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 7 სახეობა. იზრდება მთისწინეთიდან ალპურ სარტყლამდე — მეჩხერ ტყესა და ველზე, ტყის სარტყლის ველობებზე, ალპურ და სუბალპურ მდელოებზე, უფრო მეტად მშრალ ქვიან ფერდობებსა და მერგელურ ჩამონაზვავებზე. საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კავკასიური კრიალოსანა (ლათ. Hedysarum caucasicum).

ლიტერატურა[რედაქტირება]