შინაარსზე გადასვლა

კრემატორიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრემატორიუმი 1874 წელს

კრემატორიუმი (გვიანდ. ლათ. crematorium < crematio— „ვწვავ“) — მიცვალებულთა დასაწვავად (კრემაციისათვის) საგანგებოდ მოწყობილი შენობა. პირველი კრემატორიუმი გაიხსნა მილანში 1870-იან წლებში. თანამედროვე კრემატორიუმში მოწყობილია საკრემაციო ღუმლები, სამგლოვიარო დარბაზი და სხვა სათავსები. კრემატორიუმის ირგვლივ მდებარე მიწის ნაკვეთი გათვალისწინებულია ურნების დასამარხხდ, აგრეთვე კოლუმბარიუმისათვის (კრემაციის შემდეგ ურნების შესანახი სათავსი). სსრკ-ში პირველი კრემატორიუმი გაიხსნა 1927 წელს მოსკოვში.