კრასნოზერსკოეს ბატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კრასნოზერსკოეს ბატიბატის ჯიში. გამოყვანილია რუსეთში, დსს „კრასნოზერსკოე“-ში (ნოვოსიბირსკის ოლქი), ადგილობრივი, ჩინური, გორკული, იტალიური და ლინდური ბატების რთული კვლავწარმოებითი შეჯვარების გზით და შემდგომი მიზანმიმართული გადარჩევით პროდუქტიულობის ნიშნების მიხედვით; რუსეთის სახელმწიფო რეესტრში შეიტანეს 2003 წელს. საშუალო ზომის ფრინველია (მამლის ცოცხალი მასაა 6,2–6,5 კგ, დედლისა — 5,2–5,4 კგ); შებუმბვლა ხშირია, ფერად თეთრი; ნისკარტი და ტერფები ნარინჯისფერი. მეკვერცხულობა — 43–46 ცალი წელიწადში, კვერცხის მასა 155–160 გრამია, ნაჭუჭი თეთრი ფერისაა. განაყოფიერების მაჩვენებელი 85–90%-ს შეადგენს, ჭუჭულების გამოყვანისა — 65–70%-ს. 9 კვირის მოზარდეულის ცოცხალი მასა 4,0–4,2 კგ-ს აღწევს. შეგუებულია ციმბირის რეგიონის მკარ კონტინენტურ კლიმატთან, ფართოდაა გავრცელებული ნოვოსიბირსკის ოლქში და ალთაის მხარეში. იყენებენ ხორცის, ბუმბულისა და ღინღლის მისაღებად.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ройтер Я. С. КРАСНОЗЁРСКИЕ ГУСИ // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 620.