კრასნი-სულინის წმინდა კვართის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრასნი-სულინის წმინდა კვართის ეკლესია
Красносулинский Свято-Покровский храм.jpg
კრასნი-სულინის წმინდა კვართის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კრასნი-სულინი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100701000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ნეობიზანტიური სტილი
თარიღდება 1914

კრასნი-სულინის წმინდა კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ კრასნი-სულინში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. აგებულია 1914 წელს. იგი ერთადერთი შემორჩენილია იმ სამი ეკლესიიდან, რომელიც არსებობდა ქალაქის ტერიტორიაზე. აქიტექტურულად ნოვოჩერკასკის საკათედრო ტაძრის მცირე კოპიოა.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ქალაქი კრასნი-სულინი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა კვართის ეკლესია დაარსდა 1911 წელს, სულინოვსკო-კუნდრიუჩენსკის ხუტორში (დღევანდელი ყაზახეთის სოფელი). მისი არქიტექტორი უცნობია, თუმცა, ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ დონის როსტოვის ტერიტორიაზე, მრავალი ასეთი ეკლესია ცნობილი არქიტექტორის ― პეტრე სემიონოვის ძე სტუდენიკის პროექტების მიხედვითაა აგებული. მშენებლობა დაიწყო 1912 წელს და მიმდინარეობდა ატამანის და საპატიო მოქალაქის, ალექსანდრე ივანეს ძე პოლიაკოვის ზედამხედველობით. პირველი ეკლესია აღიმართა ხუტორის თემის ხარჯებით, ხოლო 2013 წელს, ხუტორის ადმინისტრაციამ 29 000 რუბლის ოდენობის თანხა გამოყო სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთვის და სამღვდელოებისთვის ყველა საჭირო აქსესუარის შესაძენად. 1914 წელს, მშენებლობა დასრულდა.

1914 წლის 10 დეკემბერს, ეკლესია აკურთხა დონისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა ვლადიმირმა.

წმინდა კვართის ეკლესია გადაურჩა ოქტომბრის რევოლუციას. მღვდელმსახურება ეკლესიაში მის დახურვამდე, 1935 წლამდე მიმდინარეობდა. იგი კვლავ გაიხსნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, გერმანელთა ოკუპაციისას. წმინდა კვართის ტაძარში გაგზავნეს ბერძენი მღვდელი, რომელიც კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი იყო. ოკუპაციის მთავრობამ სცადა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში კონფლიქტის წარმოქმნა და ამასთან დაკავშირებით, ცდილობდა ისეთი სასულიერო პირების შერჩევას, რომელთაც მოსკოვთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, გარკვეული ხნის განმავლობაში, ეკლესიაში მსახურება არ ჩატარებულა, იგი მხოლოდ 1946 წლიდან აღდგა, ახალი მღვდლის დანიშვნის შემდეგ და მას შემდეგ აღარ შეწყვეტილა.

1992 წლის როსტოვის ოლქის მცირე საბჭოს 17 დეკემბრის № 325 გადაწყვეტილებით ეკლესიას მიენიჭა რუსეთის ფედერაციის ისტორიისა და კულტურის ძეგლის სტატუსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Донские Епархиальные Ведомости от 11 декабря 1914 г.
  • Кудрявцев В. В. «Страницы прошлого листая», стр. 20-21
  • ГАРО. Ф.р-4173. Оп.6. Д. 52