კრასნი-სულინის ალექსანდრე ნეველის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრასნი-სულინის ალექსანდრე ნეველის ტაძარი
კრასნი-სულინის ალექსანდრე ნეველის ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კრასნი-სულინი
სასულიერო სტატუსი მიმდინარეობს რესტავრაცია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1900

კრასნი-სულინის ალექსანდრე ნეველის ტაძარი (რუს. Александро-Невский храм) — მართლმადიდებლური ტაძარი კრასნი-სულინში მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქ. კრასნი-სულინი, პირველი მაისის ქუჩა № 3.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1898 წლის 5 მარტს სულინის ქარხნის დასახლებისა და ახლომდებარე ხუტორების მოსახლეობამ დონისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპიკოპოსის სახელზე დაწერეს თხოვნა სულინის ქარხნის დასახლებაში ტაძრის მშენებლობის შესახებ.

1898 წელს ეკლესიის აშენებაზე მრევლმა თანხმობა მიიღო. მისი აშენება საკუთარი სახრებით გადაწყვიტა მეტალურგიული ქარხნის მფლობელმა ნიკოლოზ პეტრეს ძე პასტუხოვმა. მშენებლობის დასრულებისა და მიწის იჯარის გასვლის შემდეგ აგებული ეკლესია გადაეცემოდა დონელ კაზაკებს. მშენებლობის გეგმას ხელი მოაწერა ეპარქიის არქიტექტორმა, რომელიც დააკვირდებოდა მშენებლობას.

ქვის ტაძრის მშენებლობა გაგრძელდა 1900 წლამდე. ამ პერიოდში იგი აკურთხეს კიდეც. ტაძარს 1 000 მომლოცველის ერთდროულად დატევა შეეძლო.

ტაძართან ახლოს ააგეს სამეურნეო შენობები, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ეკლესიასთან ააგეს და ფუნქციონირებდა სამრევლო სკოლა, სადაც მუშაობდნენ ის ბავშვები ვისი მშობლებიც ნიკოლოზ პასტუხოვის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდნენ. სკოლაში მასწავლებლებად მუშაობდნენ ალექსანდრე ნეველის ტაძრის მღვდელმსახურები.

ეკლესია მოქმედებდა 1900 წლიდან 1931 წლამდე. შემდეგ ეკლესია დახურეს. ეკლსია სანახევროდ დაინგრა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესიის შენობას დაეცა და აფეთქდა ბომბი. საბჭოთა ძალების მიერ დასახლების გათავისუფლების შემდეგ ტაძარი გაძარცვეს და დაანგრიეს კიდეც.

ამჟამად ნანგრევები, რომელიც ძველი ტაძრისაგან დარჩა, მდებარეობს ქალაქ კრასნი-სულინის № 4 სკოლის ტერიტორიაზე. ქალაქში დროებით ტაძარში კვლავ აღევლინება ღვთისმსახურება, მუშაობს საკვირაო სკოლა, მიმდინარეობს ტაძრის აღდგენის სამუშაოები[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кудрявцев В. Церковь Александра Невского на заводе Сулинского акционерного общества / В. В. Кудрявцев // Сулинская земля: страницы истории. – Ростов н/Д., 1999. – С.157 – 160.
  • Кудрявцев В. Страницы прошлого листая [исследования истории Сулинской земли] / В. В. Кудрявцев. – Красный Сулин, 2004. – С.37.
  • Подгорная О. Улица Ворошилова / О. В. Подгорная // Красный Бумер. – 2010. – 20 окт. (№41). – С.6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]