კრასნი-სულინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
კრასნი-სულინი
Красный Сулин
Екатерининский храм, г. Красный Сулин.jpg
კრასნი-სულინის დიდმოწამე ეკატერინეს ეკლესია
დროშა გერბი
Flag of Krasny Sulin (Rostov oblast).png Coat of Arms of Krasny Sulin.png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 47°53′00″ ჩ. გ. 40°04′00″ ა. გ. / 47.88333° ჩ. გ. 40.06667° ა. გ. / 47.88333; 40.06667
დაარსდა 1797
ადრეული სახელები 1926-მდე სულინი
ამჟამინდელი სტატუსი 1927
ფართობი 93,6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 150
მოსახლეობა 38 948 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 416,11 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86367
საფოსტო ინდექსი 346350
ოფიციალური საიტი sulin.ksrayon.donland.ru
კრასნი-სულინი — რუსეთი
კრასნი-სულინი
კრასნი-სულინი — როსტოვის ოლქი
კრასნი-სულინი

კრასნი-სულინი (რუს. Красный Сулин) — რაიონული დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. კრასნი-სულინის რაიონისა და კრასნი-სულინის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა 1797 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1927 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 38 948 კაცს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი კრასნი-სულინი მდებარეობს როსტოვის ოლქის დასავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან ახლოს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახლება დააარსა 1797 წელს კაზაკმა პოლკოვნიკმა ანდრეი სულინმა, როგორც ხუტორი.

1797 წელს კაზაკმა პოლკოვნიკმა ანდრეი სულინმა დონის მხარის კანცელარიას სთხოვა 400 დესეტინა მიწის ნაკვეთი მდინარეების ბოლშაია-გნილუშისა და კუნდრიუჩეის შეერთების ადგილტან ახლოს. 1816 წელს ხუტორის ტერიტორიაზე უკვე სახლობდა 30 კომლი, 111 ადამიანი, რომლებიც ამუშავებდნენ 10 000 დესეტინა მიწას.

მომავალი ქალაქის განლაგების ადგილს, როგორც შემდგომ გაირკვა, ჰქონდა მრავალი უპირატესობა: ქვანახშირისა და რკინის დიდი მარაგი. არანაკლებ მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო მჭიდრო, მოხერხებული კავშირი გრუშევსკის მთის მოსახლეობასთან (მომავალი ქალაქი შახტი), სადაც მდებარეობდა მთავარი სარკინიგზო კვანძი, რომელიც აკავშირებდა დონბასს შავი და აზოვის ზღვის ნავსადგურებთან. ამასთანავე ეს ადგილი გამოირჩევა განსაკუთრებული ესთეტიკური და მხატვრული ლანდშაფტებით.

ხუტორი სულინი იყო მხოლოდ პირველი დასახლება, მეორე დასახლება იყო ხუტორი სკელევატსკი. 1806 წელს თევდორე ჩერეჩკოვმა, სუვოროვის იტალიური ლაშქრობის მონაწილემ, ამ ორი ხუტორის მახლობლად, მდინარე კუნდრიუჩეის მარცხენა ნაპირზე დააარსა ხუტორი მალი-ჩერევკოვი (ამჟამად დასახლება ვერბენსკი).

1926 წელს დასახლება სულინმა მიიღო ქალაქის სტატუსი და ერთი წლის შემდეგ ახალი სახელწოდება — კრასნი-სულინი.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ 1942 წელს ფაშისტებმა დაბომბეს ქალაქი და დაანგრიეს მეტალურგიული ქარხანა. 1942 წელს საბჭოთა ორგანოებმა და ხელისუფლებამ დატოვეს ქალაქი, ფაშისტებმა მოახდინეს ქალაქის ოკუპაცია[1][2]. გერმანული ოკუპაცია დასრულდა შვიდი თვის შემდეგ 1943 წლის 14 თებერვალს ვოროშილოვგრადის ოპერაციის შედეგად. ომის შემდეგ ქალაქიც და ქარხანაც ფაქტობრივად თავიდან ააშენეს[3].

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. ლენინის ძეგლი
  • ფოსტალიონის ძეგლი
  • ძეგლი „ცხოვრების საათი“, გაიხსნა ქალაქის 200 წლისთავთან დაკავშირებით.
  • ხსოვნის ხეივანი
  • გამარჯვების მემორიალი, გაიხსნა 1975 წელს. საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლითა და მუდმივი ცეცხლით
  • პარტიზანის ძეგლი ძმათა სასაფლაოზე, რომლებიც დახვრიტეს თეთრგვარდიელებმა. გაიხსნა 1957 წელს.

ტაძრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ნეველის ეკლესია
  • წმინდა კვართის ეკლესია აგებულია 1914 წელს. იგი ერთადერთი შემორჩენილია იმ სამი ეკლესიიდან, რომელიც არსებობდა ქალაქის ტერიტორიაზე. არქიტექტურულად ნოვოჩერკასკის საკათედრო ტაძრის მცირე კოპიოა. წმინდა კვართის ეკლესია გადაურჩა ოქტომბრის რევოლუციას. მღვდელმსახურება ეკლესიაში მის დახურვამდე, 1935 წლამდე მიმდინარეობდა. იგი კვლავ გაიხსნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, გერმანელთა ოკუპაციისას. 1992 წლის როსტოვის ოლქის მცირე საბჭოს 17 დეკემბრის № 325 გადაწყვეტილებით ეკლესიას მიენიჭა რუსეთის ფედერაციის ისტორიისა და კულტურის ძეგლის სტატუსი.
  • დიდმოწამე ეკატერინეს ეკლესია გაიხსნა და აკურთხეს 2013 წელს დიდი შვიდეულის პარასკევს.
  • ალექსანდრე ნეველის ეკლესია (ახალი) გაიხსნა გოლონოკის რაიონში 2012 წლის დეკემბერში. თავდაპირველად შენობა გამოიყენებოდა როგორც კლუბი, რომელიც გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

ადრე ქალაქში მოქმედებდა ალექსანდრე ნეველის ტაძარი (ძველი). 1898 წლის 5 მარტს სულინის ქარხნის დასახლებისა და ახლომდებარე ხუტორების მოსახლეობამ დონისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპიკოპოსის სახელზე დაწერეს თხოვნა სულინის ქარხნის დასახლებაში ტაძრის მშენებლობის შესახებ.

1898 წელს ეკლესიის აშენებაზე მრევლმა თანხმობა მიიღო. მისი აშენება საკუთარი სახრებით გადაწყვიტა მეტალურგიული ქარხნის მფლობელმა ნიკოლოზ პეტრეს ძე პასტუხოვმა. მშენებლობის დასრულებისა და მიწის იჯარის გასვლის შემდეგ აგებული ეკლესია გადაეცემოდა დონელ კაზაკებს. მშენებლობის გეგმას ხელი მოაწერა ეპარქიის არქიტექტორმა, რომელიც დააკვირდებოდა მშენებლობას.

ქვის ტაძრის მშენებლობა გაგრძელდა 1900 წლამდე. ამ პერიოდში იგი აკურთხეს კიდეც. ტაძარს 1 000 მომლოცველის ერთდროულად დატევა შეეძლო.

ტაძართან ახლოს ააგეს სამეურნეო შენობები, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ეკლესიასთან ააგეს და ფუნქციონირებდა სამრევლო სკოლა, სადაც მუშაობდნენ ის ბავშვები ვისი მშობლებიც ნიკოლოზ პასტუხოვის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდნენ. სკოლაში მასწავლებლებად მუშაობდნენ ალექსანდრე ნეველის ტაძრის მღვდელმსახურები.

ეკლესია მოქმედებდა 1900 წლიდან 1931 წლამდე. შემდეგ ეკლესია დახურეს. ეკლსია სანახევროდ დაინგრა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესიის შენობას დაეცა და აფეთქდა ბომბი. საბჭოთა ძალების მიერ დასახლების გათავისუფლების შემდეგ ტაძარი გაძარცვეს და დაანგრიეს კიდეც.

ამჟამად ნანგრევები, რომელიც ძველი ტაძრისაგან დარჩა, მდებარეობს ქალაქ კრასნი-სულინის № 4 სკოლის ტერიტორიაზე. ქალაქში დროებით ტაძარში კვლავ აღევლინება ღვთისმსახურება, მუშაობს საკვირაო სკოლა, მიმდინარეობს ტაძრის აღდგენის სამუშაოები[4].

მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაზაკების კულტურის მუზეუმი მდებარეობს მისამართზე მეტალურგების ქუჩა 41. მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია ექსპონატები, რომლებიც აღწერს დონელი კაზაკების ყოფასა და ცხოვრებას[5].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Краснознамённый Киевский. Очерки истории Краснознамённого Киевского военного округа (1919—1979). Издание второе, исправленное и дополненное. Киев, издательство политической литературы Украины, 1979.
  • Военный энциклопедический словарь. М., Военное издательство, 1984.
  • Справочник «Освобождение городов: Справочник по освобождению городов в период Великой Отечественной войны 1941—1945». М. Л. Дударенко, Ю. Г. Перечнев, В. Т. Елисеев и др. М.: Воениздат, 1985. 598 с.
  • Исаев А. В. От Дубно до Ростова. — М.: АСТ; Транзиткнига, 2004.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Справочник «Освобождение городов: Справочник по освобождению городов в период Великой Отечественной войны 1941—1945». М. Л. Дударенко, Ю. Г. Перечнев, В. Т. Елисеев и др. М.: Воениздат, 1985. 598 с.
  2. Исаев А. В. От Дубно до Ростова. — М.: АСТ; Транзиткнига, 2004.
  3. Сайт РККА. http://rkka.ru.
  4. В Красном Сулине начнется реставрация храма Святого Благоверного князя Александра Невского
  5. Достопримечательности Красного Сулина