კრასნი-სადის სამეფო ოჯახის წამებულთა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრასნი-სადის სამეფო ოჯახის წამებულთა ეკლესია
კრასნი-სადის სამეფო ოჯახის წამებულთა ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კრასნი-სადი
სასულიერო სტატუსი აღდგენილია
საიტი http://krasnsad.cerkov.ru/
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2009-2017
Images.png გარე სურათები
Image-silk.png აღდგენილი ეკლესიის ფოტო
Image-silk.png ეკლესიის საერთო ხედი
Image-silk.png ძველი და ახალი შენობა


კრასნი-სადის სამეფო ოჯახის წამებულთა ეკლესია (რუს. Церковь Царственных Страстотерпцев) — მართლმადიდებლური ეკლესია კრასნი-სადში მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

მისამართი: 346731, რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფ. კრასნი-სადი, საქარხნოს ქუჩა № 15.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართლმადიდებლური თემი სოფელ კრასნი-სადში ჩამოყალიბდა 1997 წელს[1], ხოლო სამეფო ოჯახის წამებულთა ეკლესიის მრევლი ოფიციალურად დარეგისტრირდა 2000 წლის 24 ნოემბერს[2]. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ მრევლს გადასცა პატარა შენობა, რომელიც გაარემონტეს მორწმუნეების ფინანსებით. შენობის ერთ ნაილში განათავსეს სამლოცველო სახლი, ხოლო მეორე ნაწილში - საეკლესიო-სამრევლო სათავსოები.

2009 წელს დაიწყო ახალი ხის ეკლესიის აშენება, რომლის მშენებლობაც დასრულდა 2017 წელს. ეკლესიის საკურთხეველი აკურთხეს სამეფო ოჯახის წამებულთა - რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, დედოფალ ალექსანდრას, მეფისწულის ალექსის, მეფის ასულების ოლგას, ტატიანას, მარიასა და ანასტასიას სახელზე. ეკლესიის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა „აგროფირმა კრასნი-სადმა“[3].

სამეფო ოჯახის წამებულთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა ანდრეი ჟორჟის ძე მნაცაგანოვი[4]. ეკლესიის მოვალეობაში შედის ასევე ბატაისკის № 15 მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელი კოლონიის პატიმართა სულიერ საზრდოზე ზრუნვაც[2].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის კედლები აგებულია ხის მორებით. სახურავი გადახურულია მეტალის ფირფიტებით. დამონტაჟებულია იატაკის გათბობა. ეკლესიის გუმბათში გამოსახულია იესო ქრისტე. იგეგმება კანკელის ჩამოსხმა მეტალისაგან, ხოლო ზარი ჩამოასხეს 2010 წელს ვორონეჟის ქარხანა „Вера“-ში. ეკლესიაში დაცულია ხატი წმინდა ელისაბედისა და ბარბარეს წმინდა ნაწილებით.

შაბათობით სკოლაში მუშაობს საკვირაო სკოლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]