კრასიუკოვსკოე-1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრასიუკოვსკოე-1
Красюковское-1
მდებარეობა ოქტომბრის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეული, ახ. წ. XI-XIII საუკუნეები

კრასიუკოვსკოე-1 (რუს. Красюковское-1) — შუა ბრინჯაოს ხანისა (ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრული) და შუა საუკუნეების (ახ. წ. XI-XIII საუკუნეები) უძველესი დასახლება, მდებარეობს ოქტომბრის რაიონის სოფლების სოხრანოვკასა და ოქტიაბრსკაიას შორის, ოქტომბრის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აღმოაჩინეს 2006 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველეს დროში მდინარე აიუტის ხეობა მჭიდროდ იყო დასახლებული.

დასახლება კრასიუკოვსკოე-1, სადაც მოსახლეობა ცხოვრობდა შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრული), შუა საუკუნეებში (ახ. წ. XI-XIII საუკუნეები) და XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, მდებარეობს მდინარე აიუტის მარჯვენა სანაპიროზე, როსტოვის ოლქის ოქტომბრის რაიონის სლობოდა კრასიუკოვსკოედან 4 კილომეტრში. დასახლება აღმოაჩინეს სოხრანოვკა-ოქტიაბრსკაიის გაზსადენის მაგისტრალური ხაზის გაყვანის დროს. დასახლებამ სახელწოდება მიიღო სლობოდა კრასიუკოვსკოესთან სიახლოვის გამო.

2006 წელს დასახლების ტერიტორიაზე მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები. სულ გაითხარა 1 320 კვ. მ. ტერიტორია.

არქეოლოგიური ძეგლი კრასიუკოვსკოე-1 მდებარეობს მდინარე აიუტის ნაპირზე მდებარე ზეგანზე. დასახლების მცხოვრებლებს შემთხვევით არ უნდა ჰქონდეთ არჩეული აღნიშნული ადგილი საცხოვრებლად, რადგან დაცულები იქნებოდნენ სეზონური წყალდიდობისაგან.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ოთხი კულტურული ფენა:

  • პირველი ფენა განეკუთვნება ადრე ბრინჯაოს ხანას. ამ ფენაში აღმოჩენილია ნაძერწი კერამიკის ნატეხები; შრომის იარაღები და ბრინჯაოს სადგისები.
  • მეორე კულტურულ ფენაში აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოს ხანის კერამიკის ფრაგმენტები, ბრინჯაოს ნემსები და სადგისები.
  • მესამე კუტურულ ფენაში, რომელიც მიეკუთვნება VIII - IX საუკუნეებს, აღმოჩენილია არტე-ფაქტების მცირე რაოდენობა.
  • მეოთხე კულტურული ფენა მიეკუთვნება ოქროს ურდოს (1224-1483 წწ.) და პოლოვეცკის პერიოდს. ამ ფენაში აღმოჩენილია: ლაგამის ფრაგმენტები, ამფორების ნატეხები, ძველი რუსული ქოთნები, დოქები. ასევე აღმოჩენილია ხაროები ცხოველების ძვლებით.

დასახლების ტერიტორიაზე ასევე გათხრილია კაზაკების პერიოდის კულტურული ფენაც (XVIII-ХХ სს.), რომელშიც აღმოჩენილია მინის და კერამიკის ფრაგმენტები, ლურსმნები და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Магистраль истории:Археологические исследования в зоне строительства магистрального газопровода «КС Сохрановка-КС Октябрьская»://Под[მკვდარი ბმული] общим руководством Цибрий А. В.- Ростов-на-Дону: Ростспецархеология, 2006 .-121с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]