შინაარსზე გადასვლა

კრავარჟე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კრავარჟე
Kravaře

კრავარჟეს ციხე
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზიის მხარე
შიდა დაყოფა Dvořisko[1] , Kouty[1] და Q56417286?
კოორდინატები 49°56′10″ ჩ. გ. 18°00′37″ ა. გ. / 49.93611° ჩ. გ. 18.01028° ა. გ. / 49.93611; 18.01028
მმართველი მონიკა ბრზესკოვა
პირველი ხსენება 1224
ფართობი 19,37 კმ²
ცენტრის სიმაღლე 233
მოსახლეობა 6 689[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 345 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 747 47, 747 84, 749 01
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი kravare.cz
კრავარჟე — ჩეხეთი
კრავარჟე

კრავარჟე (ჩეხ. Kravaře) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ის ოპავის რაიონში მდებარეობს. ქალაქი 3 მუნიციპალური ერთეულისგან შედგება, კრავარჟეს გარდა მის მუნიციპალიტეტში ერთიანდება დვორჟისკო და კოუტი.[3]

კრავარჟე რაიონულ ცენტრ ოპავიდან აღმოსავლეთით 6 კილომეტრში მდებარეობს. ის ქალაქ ოსტრავიდან 20 კილომეტრითაა დაცილებული. კრავარჟე მდინარე ოპავის მარცხენა ნაპირზეა გაშენებული. კრავარჟეში ნოტიო კონტინენტური კლიმატია, იცის ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული.[4]`

კრავარჟე ისტორიულ წყაროებში პირველად 1224 წელს არის მოხსენიებული. 1224 წლიდან 1263 წლამდე აქაურ მამულებს ბენეშოველი დიდგვაროვნები ფლობდნენ. მოგვიანებით ამ დიდგვაროვანთა ოჯახს კრავარჟელი დიდგვაროვნები დაერქვა. XIII საუკუნიდან XV საუკუნემდე ეს ერთ-ერთი უმდიდრესი თავადთა ოჯახი იყო მთელს მორავიაში. XIII საუკუნის მეორე ნახევარში კრავარჟელმა დიდგვაროვნებმა აქ ციხესიმაგრე ააგეს. ამ ოჯახის ბოლო წარმომადგენელ პეტრ სტრაჟნიცკის ქალაქის გაყიდვა 1420 წელს მოუწია.[5]

წმინდა ბართლომეს ეკლესია
კრავარჟეს მერია

კრავარჟეს მორიგი მნიშვნელოვანი მფლობელი პოლონელი ეზოთერიკოსი, მედიკოსი და ალქიმიკოსი მიხალ სენძივოი იყო, მან კრავარჟეს მამულები ოცდაათწლიანი ომის დროს მიიღო.[5]

კრავარჟეს ციხესიმაგრე 1721–1728 წლებში ბაროკოს სტილში აღადგინეს. 1742 წელს პრუსიის სამეფო ჰაბსბურგთა მონარქიაში შეიჭრა და დედოფალ მარია ტერეზიას თითქმის მთლიანი სილეზიის პრუსიაზე დათმობა მოუწია. ამ დროს კრავარჟეც პრუსიის ნაწილი გახდა.[5][6]

1920 წელს სილეზიაში მდებარე ჰლუჩინის ისტორიული რეგიონი კრავარჟეს ჩათვლით ჩეხოსლოვაკიის ნაწილი გახდა. 1938 წელს ქალაქი ნაცისტურმა გერმანიამ დაიპყრო და მას 1945 წლამდე ფლობდა.[5]

საუკუნეების მანძილზე კრავარჟე მხოლოდ სოფელი იყო, 1960 წელს მასთან დვორჟისკო და კოუტი გააერთიანეს და ქალაქის სტატუსი მიანიჭეს.[5]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ორი მთავარი ღირსშესანიშნაობიდან ერთ-ერთი კრავარჟეს ციხეა. ეს თავდაპირველად კერძო მფლობელობაში არსებული ბაროკოს სტილის ციხესიმაგრე ქალაქის მთავრობამ 1990 წელს შეიძინა. დღეს ის სოციალურ-კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. ციხის შენობაში განთავსებულია მუზეუმი ეთნოგრაფიული ექსპონატებით. კრავარჟეს ციხის გარშემო 21 ჰექტარ ფართობზე გაშენებულია პარკი, პარკში დარგულია უნიკალური სახეობის ხემცენარეები და მოწყობილია ტბორი.[7]

მეორე ღირსშესანიშნაობა კრავარჟეს წმინდა ბართლომეს ეკლესიაა. ეკლესიის ყველაზე ძველი ნაწილი XVI საუკუნის დასაწყისში აგებული რენესანსის სტილის სამრეკლოა. თავად ეკლესიის შენობა 1896 წელს აშენდა. ეკლესიის მახლობლად დგას წმინდა იან ნეპომუკელის ბაროკოს სტილის ქვიშაქვის ქანდაკება, რომელიც 1730 წელს დადგეს.[8]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  3. Public Census 2021 – basic data cs. Public Database. Czech Statistical Office (2022).
  4. Opava District climate. ციტირების თარიღი: 2025-08-16
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Historie města cs. Město Kravaře. ციტირების თარიღი: 2022-03-21
  6. Historie cs. Kravaře Castle. ციტირების თარიღი: 2022-03-21
  7. Kravaře Chateau. ციტირების თარიღი: 2025-08-16
  8. Kostel sv. Bartoloměje cs. Město Kravaře. ციტირების თარიღი: 2022-03-21
  9. Partnerská města cs. Město Kravaře. ციტირების თარიღი: 2022-03-21