კოჰეზია
იერსახე
კოჰეზია (ლათ. cohaesus — „ბმული“, „მიკრული“) — მოლეკულების (ატომების, იონების) შეჭიდულობა, გამოწვეული მიზიდვის ძალებით. ეს არის მოლეკულათშორისი ურთიერთქმედებისა და ქიმიური ბმის ძალები. ამ ურთიერთქმედებით არის განპირობებული ფიზიკური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების ერთობლიობა — აგრეგატული მდგომარეობა, ხსნადობა, აქროლადობა. კოჰეზიური ძალები მცირე მანძილზე მოქმედებს (მანძილის გადიდებისას სწრაფად ეცემა). ამიტომ კოჰეზია ძლიერია მყარ და თხევად სხეულებში, სადაც მანძილი ატომებსა და მოლეკულებს შორის მცირეა. აირებში კოჰეზია მეტად უმნიშვნელოა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 10.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კოჰეზია - უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი www.nplg.gov.ge
- The Bubble Wall[მკვდარი ბმული] (audio slideshow from the National High Magnetic Field Laboratory explaining cohesion, surface tension and hydrogen bonds)
- "Adhesion and Cohesion of Water." USGS.gov. US Geological Survey, n.d. Web.