კოჰარის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოჰარის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი
Գոհար սիմֆոնիկ նվագախումբ և երգչախումբ

ბიოგრაფია
ეროვნება სომხური
ჟანრ(ებ)ი

სომხური ტრადიციული მუსიკა;

სიმფონიური ჯაზი; კლასიკური
აქტიური 1997-დან - დღემდე

კოჰარის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი (სომხურად: Գոհար սիմֆոնիկ նվագախումբ և երգչախումբ) — სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელიც მდებარეობს სომხეთში, გიუმრიში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოჰარი დაარსდა 1997 წელს, როგორც დამოუკიდებელი მუსიკალური და კულტურული დაწესებულება, სომეხი კულტურული მოღვაწის, ლიბანელმა ჰარუთ ხაჭადურიანის მიერ. რომელიც თავის ძმებთან, შაჰესთან და ნარ ხაჭადურიანებთან ერთად მარტო დააარსა კოჰარი. მათ ორკესტრს დედის პატივსაცემად ,,კოჰარი" დაარქვეს.

კოჰარმა თავდაპირველად სიმფონიური ორკესტრის სტატუსით დაიწყო მოღვაწეობა 2000 წელს, ორკესტრი უკრავდა სომხურ მუსიკას და სხვა პოპულარულ სიმღერებსა და ცნობილ სიმფონიებს, კვიპროსის კრეატიული რეჟისორისა და დირიჟორის სებუჰ აბკარიანის თავოსნობით. მოგვიანებით შეიქმნა კოჰარის მომღერალთა გუნდი სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების სრულყოფილებისთვის.

ტურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოჰარის პირველი დიდი საკონცერტო ტური ,,All Time Armenian Favorites'', შედგა 2002 წლის ზაფხულში, კვიპროსსა და ლიბანში, ოთხ დღეში. კარგად შემუშავებული რეპერტუარი გამორჩეული კულტურული გამოცდილება იყო, მან 4000-ზე მეტი ადამიანის ყურადღება მიიპყრო ბეირუთის ცენტრში, რამაც დარბაზი სომხური მუსიკალური ისტორიის სცენურ, დასამახსოვრებელ და განდიდებულ მომენტად აქცია. მედიის თანახმად, ტრადიციული და პოპულარული სიმღერების კრებულმა ,,ბევრი ნოსტალგიის, მოგონებისა და სიამაყის ცრემლებით შეიპყრო საზოგადოება".

საერთაშორისო წარმატება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის ოქტომბერში კოჰარი ჩავიდა სტამბოლშიც. 2005 წლის 9-12 ოქტომბერს კონცერტი ჩატარდა ლუთფი კიდარის საკონცერტო დარბაზში, სადაც 7000-ზე მეტი სომეხი იმყოფებოდა და სტუმრები იყვნენ სტამბოლიდან და მისი გარეუბნებიდან, ასევე ადანას პროვინციის შორეული მხარედან.

კოჰარის ტრიუმფები ერთი დედაქალაქიდან მეორეში გაგრძელდა და 2006 წლის 28–29 აპრილს კრემლის დიდი დარბაზი, მოსკოვი, უპრეცედენტო ენთუზიაზმს შეესწრო, როდესაც თითქმის 12000 სომეხმა, რუსმა და უცხოელმა აუდიტორიამ პირველად მოიწონა კოჰარის უნიკალური გამოსვლა. ეს იყო სომხური ორკესტრის ფართოდ რეკლამირებული იშვიათი გამოჩენა რუსეთში, რაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა რუს აუდიტორიაში.

კოჰარის დებიუტი ჩრდილოეთ ამერიკაში შედგა 2007 წელს და დაიპყრო აშშ – ისა და კანადის ძირითადი ქალაქები. ჩრდილოეთ ამერიკის კოჰარის ტური დაიწყო 2007 წლის 18 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში და გადავიდა სან-ფრანცისკოში, დეტროიტში, ჩიკაგოში, ბოსტონში, ტორონტოსა და მონრეალში, სანამ დასრულდებოდა ნიუ-იორკის კარნეგის დარბაზში გამოსვლით 2007 წლის 20 ნოემბერს.

სომფონიური ორკეტრი წარმატებულია ახლო აღმოსავლეთშიც.

2011 წლის 28 მაისს კოჰარმამა აჩვენა თავისი უდიდესი კონცერტი სომხეთის ვარსკვლავებთან ერთად თავისუფლების მოედანზე,[1] ოპერის თეატრის მახლობლად, ერევნის გულში, სომხეთში. ვარსკვლავურმა ღონისძიებამ თავი მოუყარა სომხეთის ყველაზე პოპულარულ მომღერლებს, რომლებიც კოჰართან ერთად ასრულებდნენ თავიანთ ძალიან საყვარელ სიმღერებს, რომლებიც თაყვანისმცემლებისა და მაყურებლის აღფრთოვანებას იწვევს. ცოცხალი კონცერტი გადაიცემოდა სომხეთის 1-ელ არხზე და პირველად ინტერნეტის პირდაპირი სტრიმინგის საშუალებით. 10,000-ზე მეტი მაყურებელი, გარდა სომხეთისა და დიასპორის ათიათასობით სატელევიზიო და ინტერნეტ მაყურებლისა, მოხიბლული იყო კოჰარის საუკეთესო ჰანგების შესრულებით და პროგრამით, რომელიც შეაფასეს როგორც უდიდესი შოუ, რომელიც ოდესმე შესრულდა სომხეთში თავისი გრანდიოზულობით.

თავისი არსებობის მანძილზე, კოჰარი გახდა მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი სომხური დიასპორისთვის სომხეთის საყვარელი სიმღერების უნიკალური მუსიკალური შესრულების გამო. ის მიზნად ისახავს სომხური ანბანისა და კულტურის აღორძინებას და მსოფლიოსთვის გაცნობას. სიმფონიური ორკესტრი ცდილობს მისი წილის შეტანას სომხური მემკვიდრეობის შენარჩუნებაში მომავალი თაობებისთვის როგორც სომხეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Kohar: In New Light". Yerevan Magazine Online. Retrieved 22 November 2011.