კოჭბაანის მესამე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოჭბაანის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნასოფლარ ჭეხილას ტერიტორიაზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,7X3,7 მეტრი). ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. ქვა შეურჩევლად, ირეგულარულად არის დაწყობილი. კუთხეები, როგორც ეს სამხრეთ აღმოსავლეთით და სამხრეთ დასავლეთით კუთხეების შემორჩენილი ნაწილებიდან ჩანს, ამოყვანილი ყოფილა შირიმის ტლანქად დამუშავებული ქვებით. შირიმითაა გამოყვანილი საკურთხევლის სარკმლის გარეთა ღიობიც. ალაგ-ალაგ გამოყენებულია ნატეხი ქვაც. აღმოსავლეთ ფასადის ზედა ნაწილში, ფრონტონის ძირის დონეზე, წყობაში, ჩატანებულია ქვიშაქვის სრულიად დაუმუშავებელი ლოდი (სიგრძე - 1,6 მ, სიმაღლე - 0,8 მ) კედლები გარედან მობათქაშებული ყოფილა. შენობა ძლიერაა დაზიანებული: ჩამონგრეული კამარა. დანგრეულია გრძივი კედლების მნიშვნელოვანი ნაწილები, გახეთქილია ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხე და აღმოსავლეთ კედელი. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებს ზედა ნაწილები მონგრეული აქვს; გარედან სამხრეთ კედელი, დაახლოებით 1 მეტრ სიმაღლეზე ქვებითა და მიწითაა დაფარული, ინტერიერში დგას საკმაოდ დიდი ხე. შესასვლელი სამხრეთიდანაა (შემორჩენილია წირთხლების ქვედა ნაწილი). აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდიაა, რომელიც დადაბლებული პროპორციული კონქითაა გადახურული. კონქს თაღისა და წყობის ცენტრ. ნაწილი ჩამოშლილი აქვს თუმცა, თაღს ორივე ქუსლი შემორჩა, რ-თა მიხედვით ჩანს, რომ თაღი ნალისებრი ყოფილა აფსიდში თაღოვანი სარკმელი და მცირე ზომის , ორი ოთხკუთხა ნიშაა, რ-ებიც სარკმელის ოროვე მხარესაა განლაგებული. სარკმელი ორივე მხრიდან თაღოვანია და როგორც შიგნიდან გარეთ, ისე ზემოთკენ, ოდნავ ვიწროვდება. სარკმლის გარეთა თაღი შირიმის ერთ ქვაშია გამოკვეთილი. აფსიდი გრძივი კედლებიდან გამოყოფილია განიდრი მხრებით, ისინი რიყის მოზრდილი ქვითაა ნაწყობი და დასრულებულია რიყის ქვისავე კაპიტელებით რომლეებიც მხრების მიმართ ოდნავაა გამოშვერილი. შიგნით ეკლ. შელესილი ყოფილა. აფსიდში ნალესობის შემორჩენილი ფრაგმენტებიდან ზოგიერთზე. საღებავის კვალი შეიმჩნევა. ეკლესიის სამხრეთ ფასადის წინ ძლიერ მაღალი მიწაყრილია, რაც ადრე ამ ადგილას რაღაც ნაგებიბების არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს (შესაძლოა ეკლესიის ამ მხრიდან მინაშენი ეკვროდა)თუმცა, გასუფთავების გარეშე, მისი არსებობის შესახებ შესაძლოა მხოლოდ ვივარაუდოთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]