კოშკების კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოშკების კოშკი – კოშკი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკების სამხრეთით, მდინარე სკრის მარჯვენა ნაპირას, ფერდობზე. თარიღდება XVII საუკუნით. მიეკუთვნება ე.წ. ზურგიანი კოშკების ტიპს. პირით მდინარისაკენ დგას, ზურგით - მთისკენ (6,8 X 8,1 მ; სიმაღლე 16,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კედლის ქვედა ნაწილში ქვები დიდი ზომისაა და შედარებით უკეთ არის დაწყობილი. კოშკო ძლიერ დაზიანებულია, არ ხერხდება სართულიანობის დადგენა (მოღწეულია ექვსი სართული); თითქმის მთლიანად დანგრეულია სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლები; ძლიერ დაზიანებულია დასავლეთ კედელი. ყველაზე უკეთ შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელი. შესასვლელი დასავლეთითაა, მეორე სართულზე, ხეობის მხარეს. პირველი სართული დამხმარე სათავსია და მას ერთი სარკმელი აქვს. ზედა სართულები სათავდაცვო და საცხოვრებელია. მეორე სართულზე, კარის გარდა, ორი სარკმელიცაა, მესამეზე ბუხარი და ცალმაგი სათოფურებია. მეოთხე სართულზე - სათოფურები და ერთი სარკმელი, მეხუთე სართულზე - სათოფურები და დასავლეთის სწორ კედელში, შვერილ აივანზე გასასვლელი კარი. მეექვსე სართულის კედლებში სათოფურები და განიერი სარკმელია. სართულშუა გადახურვა ყველგან ხის იყო, კოჭოვანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.