კოფაქტორები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მრავალ ცილას კატალიზური აქტივობისთვის არაცილოვანი ჰელპერები ესაჭიროება. ეს დამატებები, რომელთაც კოფაქტორები ეწოდება, შესაძლოა მჭიდროდ უკავშირდებოდეს ფერმენტებს, როგორც ფერმანეტული რეზიდენტები, ან შედარებით თავისუფალი და შექცევადი კავშირი წარმოქმნას სუბსტრატთან ერთად.

ზოგიერთი ფერმენტის კოფაქტორი არაორგანულია, მაგალითად, მეტალის ატომები: თუთია, რკინა და სპილენძი იონების სახით. თუ კოფაქტორი ორგანული მოლეკულაა, მისი უფრო ზუსტი სახელწოდებაა კოენიზმი. ვიტამინების უმრავლესობა კოენიზმია ან ნედლი მასალა, რომლისგანაც კოენზიმები შედგება. კოფაქტორები სხვადასხვაგვარად ფუნქციონირებენ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, სადაც არ უნდა გამოიყენებოდნენ, ისინი გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებენ კატალიზის დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი, ბიოლოგია, VII გამოცემა, გვ. 194. თბ., 2009 წელი.