კოურჟიმი
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
კოურჟიმი ჩეხ. Kouřim | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| მხარე | ცენტრალური ბოჰემიის მხარე | ||
| შიდა დაყოფა | Molitorov[1] და Q56413024? | ||
| კოორდინატები | 50°00′10″ ჩ. გ. 14°58′37″ ა. გ. / 50.00278° ჩ. გ. 14.97694° ა. გ. | ||
| პირველი ხსენება | 1261 | ||
| ფართობი | 14,40 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 268 მეტრი | ||
| მოსახლეობა | 1 984 (1 იანვარი, 2025)[2] | ||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, UTC+2 და ცენტრალური ევროპის დრო | ||
| საფოსტო ინდექსი | 281 61[3] და 281 63[3] | ||
| საავტომობილო კოდი | S | ||
| ოფიციალური საიტი | https://www.mestokourim.cz[4] | ||
კოურჟიმი (ჩეხ. Kouřim) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბოჰემიის მხარეში. კოურჟიმი კოლინის რაიონში მდებარეობს. კოურჟიმის მუნიციპალიტეტში აგრეთვე ერთიანდება მოლიტოროვი. ქალაქის ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით ქალაქის სახელწოდება, სხვა ახლოსმდებარე ქალაქების მსგავსად, პირადი სახელიდან წარმოიშვა და აქ ოდესღაც ცხოვრობდა ვინმე „კოურჟიმი“. მეორე ვერსიის თანახმად სახელი წარმოიშვა სიტყვიდან „კოურჟიტ“ („მოწევა“). სახელის წარმოშობის ამ ვერსიის მიხედვით ახლოს მდებარე მთაზე წვიმიან ამინდში ხშირად იცოდა კვამლის მსგავსი ნისლი, სწორედ ამიტომ სახელიც შესაბამისი შეურჩიეს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოურჟიმი ქალაქ კოლინიდან დასავლეთით, დაახლოებით 15 კილომეტრში, ხოლო პრაღიდან აღმოსავლეთით 31 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ცენტრალური ელბას პლატოზეა გაშენებული. კოურჟიმში მიედინება მდინარე ვიროვკა.


კოურჟიმში მდებარეობს ევროპის ასტრონომიული ცენტრი. ამის აღსანიშნავად ქალაქში სპეციალური მონუმენტია დადგმული. ის ასტრონომიული გამოთვლებისთვის გამოიყენება. მაგალითად ამ ადგილს იყენებენ ჩეხეთში ცენტრალური ევროპის დროის სარტყლის ათვლის წერტილად და მზის ჩასვლა-ამოსვლის დროის დასადგენად.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოურჟიმი ისტორიულ წყაორებში პირველად 1261 წელს, მეფე ოტოკარ II-ეს სიგელშია ნახსენები. აქ სამეფო ქალაქი სავარაუდოდ მეფე ვაცლავ I-მა დააარსა 1223 წლიდან 1 250 წლამდე პერიოდში. XV საუკუნის დასასრულსა და XVI საუკუნის დასაწყისში ქალაქი საკმაოდ განვითარდა და გამდიდრდა. XVI საუკუნის ბოლოს კოუჟიმში უკვე 2 000 ადამიანი ცხოვრობდა.[6]
კოურჟიმისთვის კატასტროფის ტოლფასი იყო ოცდაათწლიანი ომი. ამ ომის შემდეგ ქალაქმა ძველი დიდება და მნიშვნელოვანი ქალაქის სტატუსი დაკარგა. მოსახლეობა 75%-ით შემცირდა და 1740 წლამდე ქალაქმა ყველანაირი პრივილეგია დაკარგა. ეს პრივილეგიები კოურჟიმს კარლ VI-ემ დაუბრუნა.[6]
1881 წელს კოურჟიმიდან ქალაქ პეჩკიმდე რკინიგზა გაიყვანეს. XIX საუკუნის ბოლოს ქალაქში დაახლოებით 3 000 ადამიანი ცხოვრობდა. XX საუკუნეში ქალაქის მოსახლეობა შემცირდა, მან 1960-იან წლებში პერიფერიული ხასიათი შეიძინა.
დროთა განმავლობაში მან სრულიად დაკარგა თავისი კულტურული იდენტობა, რომელიც თავდაპირველად უკიდურესად ძლიერი ისტორიული ტრადიციით იყო განპირობებული. თუმცა ქალაქმა მაინც შეინარჩუნა თავისი ავთენტურობა, რაც დღეს ტურიზმისა და კინორეჟისურის განვითარების კარგი წინაპირობაა.[6]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტარა-კოურჟიმი („ძველი კუურიმი“) ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ბორცვზეა, ეს არის სლავნიკების საგვარეულოს ციხესიმაგრის ნაშთები, რომელიც IX - X საუკუნეებით თარიღდება. ეს 44 ჰექტარზე გაშლილი ისტორიული ძეგლი გვიანი ქვის ხანიდან ადრეულ შუა საუკუნეებამდე პერიოდში არსებული ერთ-ერთი უდიდესი გამაგრებული დასახლება იყო ცენტრალურ ბოჰემიაში. ნანგრევებს შორის საგანმანათლებლო ბილიკია გაყვანილი, სადაც საინფორმაციო დაფებია დამონტაჟებული. ამ ადგილზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები კოურჟიმის მუზეუმშია გამოფენილი.[7][8]
წმინდა სტეფანეს ეკლესია XIII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ის ადრეული გოტიკური არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშია.[9] ქალაქის სასაფლაოზე მდგარი სამრეკლო 1525 წელს აშენდა და 1770 წელს იტალიელმა ხუროთმოძღვარმა ფილიპომ ააგო. დღევანდელი სახით კი XX საუკუნის დასაწყისში აღადგინეს. სასაფლაო და აქ არსებული წმინდა სამების ტაძარი 1591 წელს დაარსდა.
კოურჟიმის გალავანი XIII-XVI საუკუნეებშია აგებული. გალავანი ქალაქს აკრავს და მისი სიგრძე 1250 მეტრია. გალავნის გარდა შემორჩენილია აქ ძველად არსებული ოთხი კარიბჭიდან ერთ-ერთი, რომელსაც პრაღის კარიბჭე ეწოდება. იგი საუკეთესოდ შემონახულ გოტიკური სტილის ქალაქის კარიბჭედ ითვლება ჩეხეთში.[10]
კოურჟიმის ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმი XVII-XIX საუკუნეების ხალხური არქიტექტურის სხვადასხვა ნიმუშებს წარმოადგენს. მუზეუმს კოლინის რეგიონალური მუზეუმი მართავს.[11]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თეოდორ კესლი (1886–1969) — იურისტი და კომპოზიტორი
- ფრანტიშეკ კისელა (1881–1941) — მხატვარი
- ფრანტიშეკ ვეიდოვსკი (1849–1939) — ზოოლოგი
- ევჟენ ლინჰარტი (1898–1949) — არქიტექტორი და დიზაინერი
- ჰუბერტ ვესელი (1842–1914) — პოლიტიკოსი, ქალაქი მერი და საიმპერატორო საბჭოს წევრი
ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
წმინდა სამების ეკლესია
-
წმინდა სტეფანეს ეკლესიის სამრეკლო
-
კოურჟიმის მუზეუმი
-
ძველი კოურჟიმის ნამოსახლარი
-
მშვიდობის მოედანი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- ↑ 3.0 3.1 Register of territorial identification, addresses and real estates
- ↑ https://www.mestokourim.cz/vismo/o_utvar.asp?id_org=7121&id_u=10&p1=5262
- ↑ Kynčlová, Taťána. (2024-06-17) Astronomický střed Evropy leží 50 kilometrů od Prahy cs. Novinky.cz. ციტირების თარიღი: 2024-06-17
- ↑ 6.0 6.1 6.2 Kouřim cs. Cesty a památky. ციტირების თარიღი: 2021-06-29
- ↑ Hradiště Stará Kouřim cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-06-09
- ↑ Berend, Nora; Urbańczyk, Przemysław; Wiszewski, Przemysław (2013) Central Europe in the High Middle Ages: Bohemia, Hungary and Poland, c.900–c.1300. Cambridge University Press, გვ. 83. ISBN 978-1-107-65139-5.
- ↑ Historie – středověk cs. Kostel sv. Štěpána v Kouřimi. ციტირების თარიღი: 2022-06-09
- ↑ Městské opevnění v Kouřimi cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-06-09
- ↑ The Museum. Open-air Museum Kouřim. ციტირების თარიღი: 2022-06-09