შინაარსზე გადასვლა

კოტორის თავდაცვითი სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
XVI-XVII საუკუნეების ვენეციის თავდაცვითი ნაგებობები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

კოტორის ხედი
ქვეყანა მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 45°42′12″ ჩ. გ. 9°39′49″ ა. გ. / 45.70333° ჩ. გ. 9.66361° ა. გ. / 45.70333; 9.66361
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2017  (41-ე სესია)
ნომერი 1533-006
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1533
ინგლ.რუს.ფრ.

კოტორის თავდაცვითი სისტემა — ინტეგრირებული ისტორიული თავდაცვითი სისტემა, რომელიც იცავდა შუა საუკუნეების ქალაქ კოტორს და მოიცავს გალავნებს, კოშკებს, ციტადელებს, კარიბჭეებს, ბასტიონებს, ციხესიმაგრეებს, წყალსაცავებს, ციხე-დარბაზს და დამხმარე შენობებსა და სტრუქტურებს. ისინი შეიცავს ილირიის, ბიზანტიის იმპერიის, ვენეციისა და ავსტრიის სამხედრო არქიტექტურას. ძველ ქალაქთან და მის ბუნებრივ გარემოსთან ერთად, ეს ციხესიმაგრეები შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 1979 წელს სახელწოდებით კოტორის ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი რეგიონი და წარმოადგენს მონტენეგროში ერთადერთ მსგავს კულტურული მნიშვნელობის მქონე ძეგლს.

კოტორის თავდაცვითი სისტემა 2017 წელს ასევე შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, როგორც XVI-XVII საუკუნეების ვენეციის თავდაცვითი ნაგებობების ნაწილი.[1]

წმინდა იოანეს მთის მწვერვალი უკვე გამაგრებული იყო ილირიელების დროს. VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა გადააკეთა ციხესიმაგრე. ბიზანტიელების უკანდახევის შემდეგ, მიუხედავად მრავალი შემოსევისა, გარკვეულ დამოუკიდებლობას მიაღწიეს, თუმცა ამას მდგრადი გავლენა არ ჰქონია ციხესიმაგრეებზე. ეს ვიტარება შეიცვალა 1420 წელს, როდესაც მაშინ დამოუკიდებელი კატაროს რესპუბლიკა ვენეციის მმართველობის ქვეშ მოექცა. როგორც ალბანია ვენეტას ნაწილმა, ციხესიმაგრეებმა მიიღეს თავიანთი ამჟამინდელი სტრუქტურა. ამ პერიოდში მოხდა ორი ოსმალური ალყა, 1538-1571 და 1657-1699 წლებში. 1797 წელს ციხესიმაგრეები კამპოფორმიოს ხელშეკრულებით ჰაბსბურგების მონარქიას გადაეცა. 1805 წელს, პრესბურგის ხელშეკრულებით, კოტორი ფრანგული იმპერიის სატელიტ სახელმწიფოს, ნაპოლეონისეულ იტალიის სამეფოს გადაეცა, მაგრამ დიმიტრი სენიავინის მეთაურობით რუსული ჯარების მიერ იყო ოკუპირებული, სანამ ისინი 1807 წელს ტილზიტის ხელშეკრულების შემდეგ არ წავიდნენ. სამი წლის შემდეგ იგი ფრანგული იმპერიის ილირიულ პროვინციებში შევიდა. ციხესიმაგრეებს (მაშინდელი სახელით კატარო) თავს დაესხა ბრიტანელი საზღვაო კაპიტანი უილიამ ჰოსტი თავისი გემით და 38 ზარბაზანით. „არასამხედრო მანევრით“ მან თავისი გემების ზარბაზნები აიტანა ციხესიმაგრის ზემოთ პოზიციებზე ბლოკის და ტაკელაჟის გამოყენებით და დაიწყო დაბომბვა.[2] ათდღიანი ალყის შემდეგ ფრანგულ გარნიზონს არ ჰქონდა ალტერნატივა და 1814 წლის 5 იანვარს დანებდა.[2] ვენის კონგრესის შემდეგ კოტორი დაუბრუნდა ავსტრიის იმპერიას. პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ ავსტრიელები წავიდნენ და ციხესიმაგრე აღარავის დაუკავებია. მეორე მსოფლიო ომის დროს კოტორი ღერძის ქვეყნების მიერ იყო ოკუპირებული და განთავისუფლდა 1944 წლის 21 ნოემბერს, ეს თარიღი აღნიშნულია ქალაქის კარიბჭის თავზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Centre, UNESCO World Heritage. Venetian Works of Defence between 15th and 17th centuries: Stato da Terra – western Stato da Mar en. ციტირების თარიღი: 11 July 2017.
  2. 2.0 2.1 Michael Phillips' Ships of the Old Navy. Bacchante (38). ციტატა: „On 1 January 1814 two additional batteries of 18 and 32-pounders began to play on the castle.“ ციტირების თარიღი: 2008-11-16.