კოტლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოტლინი
მშობ. სახელი: Котлин
Map of Kronstadt bay.png
გეოგრაფია
მდებარეობა ფინეთის ყურე
კოორდინატები 60°00′45″ ჩ. გ. 29°44′01″ ა. გ. / 60.01250° ჩ. გ. 29.73361° ა. გ. / 60.01250; 29.73361
ფართობი 16 კმ²
რუსეთის დროშა რუსეთი
ქალაქი სანქტ-პეტერბურგი
დემოგრაფია
მოსახლეობა 42 800 (2006)
სიმჭიდროვე 2675 /კმ²

კოტლინი (რუს. Котлин, ფინ. Retusaari, შვედ. Reitskär) — კუნძული ფინეთის ყურეში, სანქტ-პეტერბურგის ცენტრიდან დასავლეთით, 30 კილომეტრში. კუნძული ქალაქთან დაკავშირებულია სანქტ-პეტერბურგის წყალდიდობისგან დამცავ ნაგებობაზე გამავალი ავტომაგისტრალით. კოტლინზე მდებარეობს ქალაქ კრონშტადტის ნაწილი.

კუნძულის გვერდით გადის ორი სანაოსნო ფარვატერი, ფინეთის ყურიდან ნევის უბეში. პირობითად მათ ჩრდილოეთ და სამხრეთ ფარვატერებს უწოდებენ.

კოტლინი ვარიაგებიდან ბერძნებამდე და ვარიაგებიდან არაბებამდე არსებული დიდი სავაჭრო გზების ნაწილს წარმოადგენდა. უფრო გვიანდელ დროში კი კუნძულზე უცხოელი ვაჭრები ჩერდებოდნენ, რომლებიც ნოვგოროდელ ლოცმანებს ელოდებოდნენ, რათა უსაფრთხოდ მისულიყვნენ ილმენის ტბამდე.[1]

არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც კუნძულზე რუსების გადმოსვლის შემდეგ, შვედებმა ნაჩქარევად მიატოვეს კუძნული, ხოლო კოცონზე კი კარდალა დატოვეს. სწორედ ეს კარდალაა გამოსახული კრონშტადტის გერბზე. სიტყვა „კოტიოლიდან“ (котёл) მომდინარეობს სახელწოდება კოტლინი (Котлин). სინამდვილეში კი კუნძულს ეს სახელი, მის აღმოსავლეთ მხარეს არსებული ფინეთის ყურის ყელის ქვაბთათ მსგავსების გამო დაარქვეს.

სანქტ-პეტერბურგის შვედებისგან დასაცავად კუნძულზე აშენდა საფოტიფიკაციო ნაგებობა — კრონშლოტი. 1723 წელს კოტლინზე დაიწყო ციხესიმაგრის მშენებლობა, რომელსაც კრონშტადტი ეწოდა. ამ ციხესიმაგრეს პეტრე დიდი სანქტ-პეტერბურგის ნაწილად თვლიდა.

XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში კუნძულზე ლენინგრადის ვეტერინარულ-ზოოტექნიკური ინსტიტუტი სხვადასხვა სამუშაოებს ატარებდა სამხედრო ბიოლოგიის სფეროში, მაგალითისთვის: ჭირის ბაქტერიების შესწავლა-გამოყენება მიმდინარეობდა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Наука и жизнь, № 1-2 2012 г., «Ногою твёрдой стать при море»
  2. Федоров Л.А. Советское биологическое оружие: история, экология, политика.. — МСоЭС, Москва. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 5-88587-243-0