კოტინგისებრნი
იერსახე
| კოტინგისებრნი | |||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ანდური კლდის მამალი (Rupicola peruviana) | |||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||
| Cotingidae (Bonaparte, 1849) | |||||||||||
| |||||||||||
კოტინგისებრნი (ლათ. Cotingidae) — ფრინველების ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. ოჯახი შეიცავს 30–35 გვარის 100-მდე სახეობას.[1] მათი სხეულის სიგრძე 10-50 სმ აღწევს. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. უმრავლესობას თავზე აქვს ნაირგვარი ფორმის ქოჩორი. თავზე ან ნისკარტის ძირში — ხორცოვანი კორძები და განსაკუთრებული ბუმბულის მოკაზმულობა. კოტინგისებრნის ქვედა ხორხს განსაკუთრებული აგებულება აქვს — ზოგი კოტინგისებრნი ფრინველებისათვის უჩვეულო ხმას გამოსცემს, რომელიც ზარის რეკვას, ღრიალს ან ზმუილს მოგვაგონებს. ბუდობენ ხის ფუღუროში, ზოგიერთი კლდეზე ამაგრებს ბუდეს, იკვებებიან მცენარეულობით, ხილით, კენკრით, ნაყოფით, მწერებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 700.