კონსტანტინე სურგულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კოტე სურგულაძე)
Jump to navigation Jump to search

კონსტანტინე სურგულაძე (დ. 14 ივლისი, 1971, თბილისი) — საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2001 წელს დაინიშნა გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკაში კონსულად. 2007 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი. 2006 წელს იყო საქართველოში Chevron-Texaco–ს ოფიციალური წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი.

2009 წლიდან არის პოლიტიკურ პარტია „ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. 2010—2011 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიის ადმინისტრაციას.

2012-2014 წლებში იყო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. 2014-2018 წლებში იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში. 2018 წლიდან არის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
მირზა დავითაია
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
2012 - 2014
შემდეგი:
გელა დუმბაძე