კოტე თოლორდავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოტე თოლორდავა
კოტე თოლორდავა.jpg
დაბ. თარიღი 13 მაისი, 1979
გარდ. თარიღი 11 აპრილი, 2015 (35 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი
მეუღლე(ები) მარიამ ჯოლოგუა (1999-2002)
განო მელითაური (2007-გარდაცვალებამდე)

კოტე თოლორდავა (დ. 13 მაისი, 1979 — გ. 11 აპრილი, 2015) ― ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.

ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე თეატრში ათონელზე. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ შესრულებული დიტო შარაშენიძის როლით. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფაქტებზე დაფუძნებულ ფილმში „ვინ მოკლა ილია“, სადაც ილია ჭავჭავაძის როლი ითამაშა.[1] მსახიობობის პარალელურად პალიტრა TV-ზე, მეუღლესთან განო მელითაურთან ერთად, მიყავდა გადაცემა „განო და კოტე“.

გარდაიცვალა 2015 წლის 11 აპრილს, დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მოსკოვში, სადაც ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა[2]. მსახიობი რუსეთის დედაქალაქში 9 აპრილს გაემგზავრა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო. გარდაცვლილი 16 საათზე იპოვეს სასტუმროს ნომერში, სადაც რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით ასევე ნაპოვნი იქნა თეთრი ფხვნილი და ერთჯერადი შპრიცი. ექსპერტიზის თქმით, მსახიობი დილით ადრე გარდაიცვალა.[3] მოგვიანებით ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა სადაც აღნიშნული იყო, რომ თოლორდავა ინფარქტით გარდაიცვალა და გარდაცვლილის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.[4]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოტეს პირველი მეუღლე მსახიობი მარიამ ჯოლოგუა იყო.[5] ქორწინებიდან წყვილს ვაჟი, ბუკა ჰყავს.

მსახიობმა 2007 წლის 8 ივნისს მეორედ შექმნა ოჯახი და ცხოვრება განო მელითაურს დაუკავშირა.[6] კოტეს გარდაცვალებისას წყვილს უკვე ჰყავდა ორი შვილი — ტასო (2008) და თარაში (2012), განო კი მესამე შვილზე იყო ორსულად.[7]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2006 მფ გამვლელი N  
2010 მფ აზნიფი Азниф რომა
2012 მფ ჟანგის კაცი  
2012 ანა-ბანა Ана-Бана
2012 ჩემი ცოლის დაქალები   დიტო შარაშენიძე
2013 ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი   დიტო შარაშენიძე
2014 ჩემი ცოლის დაქალი კინოში   დიტო შარაშენიძე
2014 ტაქსი   ჯღარკო
2014 დფ ვინ მოკლა ილია   ილია ჭავჭავაძე
2015 3+3   გელა
2015 ნაღმი Landmine Goes Click ილია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]