კოტერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იან კოტერა (ჩეხ. Jan Kotěra; დ. 18 დეკემბერი, 1871, ბრნო — გ. 17 აპრილი, 1923, პრაღა) — XX საუკუნის ჩეხი არქიტექტორი. ჩეხური არქიტექტურული სკოლის დამაარსებელი. სწავლობდა პლზენსა და ვენაში ო. ვაგნერთან. 1898 წლიდან ასწავლიდა პრაღის სამხატვრო-სახელოსნო სკოლაში. თავდაპირველად, „მოდერნის“ სტილის წარმომადგენელი იყო, 1906-დან ფუნქციონალისტი. ძირითადი ნამუშევრები: ადმინისტრაციული შენობა ქალაქ გრადეც-კრალოვეში (1903-1904), სახ. სახლი პოსტეიოვში (1905-1906), პრაღის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შენობა (1907-1920), ბანკი „სლავია“ სარაევოში (1911-1912) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]