კოსტრომული ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოსტრომული ჯიშიმსხვილი რქოსანი საქონლის სახორცე-სარძევე მიმართულების ჯიში. გამოყვანილია კოსტრომის ოლქის „კარავაევოს“ მეურნეობასა და კოსტრომისა და ნერეხტის რაიონების კოლმეურნეობებში იაროსლავური და ადგილობრივი უჯიშო საქონლის შეჯვარებით ალგაუსა და შვეიცურ ჯიშებთან. ნაჯვარ ცხოველებს კვებისა და მოვლა-შენახვის გაუმჯობესებულ პირობებს უქმნიდნენ, განსაკუთრებული ყურადღებით ტარდებოდა ცხოველთა გადარჩევა და შერჩევა. ჯიში დამტკიცდა 1945 წელს. ცხოველები გამოირჩევიან მაგარი კონსტიტუციით, აქვთ ღია წაბლიდან მუქ წაბლამდე გარდამავალი ფერი. ცოცხალი მასა კუროსი 800-900 კგ, ფურისა 550-650 კგ. მოწინავე მეურნეობებში ფურის მონაწველი წელიწადში 4000-5000 კგ რძეს აღწევს, რძის ცხიმიანობა 3,9%. სარეკორდო მონაწველი 14115 კგ და 14203 კგ. ნაკლავის გამოსავალი 65-67%. კოსტრომული ჯიშს ფართოდ იყენებენ როგორც ადგილობრივ ისე სხვა ჯიშების ძროხის გასაუმჯობესებლად. გავრცელებულია რუსეთში და ბელარუსის ზოგიერთ ოლქში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]