კოსტანაევის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოსტანაევის სახლი
რუს. Дом Костанаева

საკრებულოს შენობა და კოსტანაევის სახლის კუთხე (მარცხნივ)
კოორდინატები 47°13′16″N 39°42′47″E / 47.22105° ჩ. გ. 39.713067° ა. გ. / 47.22105; 39.713067
მდებარეობა დონის როსტოვი
გახსნის თარიღი XIX საუკუნე
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

კოსტანაევის სახლი (რუს. Дом Костанаева) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩაზე[1]. აგებულია XIX საუკუნის ბოლოს[2]. შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].

მისამართი: დონის როსტოვი, დიდი სადოვაიის ქუჩა № 66/37.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსტანაევის სავაჭრო სახლი მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩისა და სემაშკოს შესახვევის გადაკვეთაზე[2] (ზოგიერთი წყარო აღნიშნავს, რომ ამ ადგილზე აღნიშნულია ლეონიდოვის სახლი[3]). სახლის აგების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ არქიტექტურული სტილის ანალიზის მიხედვით, იგი აშენებული უნდა იყოს XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. ამ ტიპის სახლები დონის როსტოვში დამახასიათებელია სწორედ ამ პერიოდისათვის: ორსართულიანი სავაჭრო სახლები სავაჭრო ფარდულებით პირველ სართულზე და მეორე სართულზე საცხოვრებელი ოთახებით[2]. შენობას დასავლეთიდან ესაზღვრება იაბლოკოვის სავაჭრო სახლი.

საბჭოთა ხელისუფლების მოსვლამდე სახლი ეკუთვნოდა კოსტანაევების ოჯახს: სერგეის, მატვეის, კირილეს, გრიგორისა და ემანუელს. პირველი სართული გაქიავებული იყო სხვადასხვა სავაჭრო ფირმებზე: საგალანტერიო მაღაზია, გასტრონომმიული მაღაზია, ოქროსა და ვერცხლის მაღაზია. 1914 წლიდან შენობაში განთავსებულია სავაჭრო სახლი „Бережнова Г.В. и К“[2].

1920-იან წლებში შენობის პირველი სართული ეკავა მაღაზია ამხანაგობას „ალაზანი“. შემდეგ აქ განთავსდა მაღაზია № 8. 1990-იან წლებში აქ განთავსდა მაღაზია „ბურატინო“ და ვალუტის გაცვლის პუნქტი[2].

როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის 1998 წლის 9 ოქტომბრის № 411 დადგენილების მიხედვით კოსტანაევის სახლს მიენიჭა რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону, 1999. — С. 104—105. — ISBN 5-8456-0433-8.
  3. Роль здания доходного дома в жизни города. grants.rsu.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-11-07. ციტირების თარიღი: 2013-08-29.