კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კოსოვო და მეტოხია)
Jump to navigation Jump to search
კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარე
Kosovo and Metohija in Serbia.svg
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
ადმ. ცენტრი პრიშტინა
შიდა დაყოფა კოსოვოს რაიონი, პეჩის რაიონი, პრიზრენის რაიონი, კოსოვო-მიტროვიცის რაიონი და კოსოვო-პომორავის რაიონი
კოორდინატები 42°40′00″ ჩ. გ. 21°10′00″ ა. გ. / 42.66667° ჩ. გ. 21.16667° ა. გ. / 42.66667; 21.16667
ფართობი 10,939 კმ²
ოფიციალური ენა სერბული ენა და ალბანური ენა
მოსახლეობა 1,808,195 (2018)
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
ISO 3166 კოდი RS-KM[1]
The position of Kosovo within Serbia.PNG

კოსოვო და მეტოხია (სერბ. Косово и Метохија), ოფიციალურად კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარე (სერბ. Аутономна Покрајина Косово и Метохија), შემოკლებით კოსოვო (სერბ. Косово) ან კოსმეტი (კოსოვო და მეტოხია) — ავტონომიური მხარე სერბეთში. ფართობი 10,9 ათ. კმ². მოსახლეობა 1 883 018 კაცი (2016). ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი პრიშტინა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს კოსოვო-პოლესა და მეტოხიის ქვაბულებს, სადაც მიედინება მდინარეები თეთრი დრინი და იბარი. ჰავა ზომიერი კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 0°C-ია, ივლისისა 20°C. ნალექები 600–700 მმ წელიწადში. მთის კალთებზე ფართოფოთლოვანი ტყეებია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VIII–XII საუკუნეებში კოსოვოსა და მეტოხიის ტერიტორია რაშკის, ხოლო შემდეგ სერბეთის სახელმწიფოს ცენტრალური ნაწილი იყო. XV საუკუნეში სერბეთის სხვა მიწებთან ერთად ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. XVI–XVIII საუკუნეებში კოსოვოსა და მეტოხიის ტერიტორიაზე ხშირი იყო ანტიოსმალური აჯანყებები, სერბი მოსახლეობა მასობრივად მიდიოდა ემიგრაციაში. 1913 წელს ეს ტერიტორია სერბეთმა და ჩერნოგორიამ. 1918 წელს შევიდა სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს (1929 წლიდან იუგოსლავია) შემადგენლობაში. 1941 წლიდან ოკუპირებული იყო გერმანელი ფაშისტების მიერ, 1944 წლის ბოლოს გაათავისუფლეს იუგოსლავიის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ და ალბანეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ნაწილებმა. 1945–1963 წლებში კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური ოლქი ერქვა, 1963–1969 წლებში — ავტონომიური მხარე, 1969–1990 წლებში — კოსოვოს სოციალისტური ავტონომიური მხარე.

იურიდიულად, 1992–2003 წლებში შედიოდა იუგოსლავიის მოკავშირე რესპუბლიკის, ხოლო 2003–2006 წლებში სერბეთისა და ჩერნოგორიის შემადგენლობაში. კოსოვოს ომის დასრულებისა და ნატოს მიერ იუგოსლავიის ინტერვენციის შემდეგ, ფაქტიურად, კოსოვოსა და მეტოხიის დიდი ნაწილი კონტროლირდება ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის მიერ,[2][3] რომელმაც დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.[4][5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]