შინაარსზე გადასვლა

კოსოვო და ევრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

2008 წელს, სანამ კოსოვოს რესპუბლიკა დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, 2002 წელს მან ცალმხრივად მიიღო ევრო ეროვნული ვალუტის სახით — იმ პერიოდში, როდესაც კოსოვოს ტერიტორიაზე გაეროს დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაცია მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, კოსოვო ოფიციალურად ევროზონის წევრი არ არის.

ფინანსური მდგომარეობა 1999 წლამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს მისიის შექმნამდე კოსოვო (როგორც სერბეთის ნაწილი) დაკავშირებული იყო იუგოსლავიის ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან და იუგოსლავიურ დინართან. თუმცა, ძლიერი ინფლაციისა და იუგოსლავიაში არსებული დაძაბულობის გამო იუგოსლავიური დინარი მნიშვნელოვნად დისკრედიტირდა. შედეგად, ბევრს ერჩივნა უცხოური ვალუტის გამოყენება და დაგროვება, ვიდრე დინარზე დაყრდნობა. ყველაზე ხშირად გამოყენებული უცხოური ვალუტა იყო გერმანული მარკა, თუმცა ასევე ფართოდ იყო გავრცელებული აშშ დოლარი და შვეიცარიული ფრანკი.

გერმანული მარკის შემოღება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუგოსლავიურ დინართან ერთად ფართოდ გამოიყენებოდა სხვა ვალუტებიც, განსაკუთრებით — გერმანული მარკა. 1999 წლის სექტემბერში გაეროს დროებითმა ადმინისტრაციამ მიიღო დადგენილება, რომელიც არარეზიდენტული ვალუტების გამოყენებას არეგულირებდა. ამ აქტმა არსებული სტატუს-კვო ოფიციალურად დაადასტურა.[1] იუგოსლავიური დინარი ოფიციალურად არ გაუქმებულა, თუმცა მისი გამოყენება „არ ხალისდებოდა“. პარალელურად გრძელდებოდა სხვა ვალუტების, ძირითადად აშშ დოლარის, გამოყენება.

გერმანიის ფედერალური ბანკი წინასწარ არ იყო ინფორმირებული ამ ვითარების შესახებ და არ გაუგზავნია კოსოვოსთვის დამატებითი მონეტები ან ბანკნოტები. თუმცა, ვინაიდან გერმანული მარკების იმპორტსა და ექსპორტზე შეზღუდვა არ არსებობდა, ბევრი კოსოვოელი, ვინც საზღვარგარეთ მუშაობდა, ფულს აგზავნიდა ოჯახში, რაც კოსოვოში ფულადი მასის შევსებას უზრუნველყოფდა.

იუგოსლავიური (შემდგომში — სერბული) დინარი კვლავ ფართოდ გამოიყენებოდა ჩრდილოეთ რეგიონებში და სხვა სერბულ ენკლავებში (ერთი ქვეყნის ნაწილი სხვა ქვეყნის შიგნით) მთელ კოსოვოში.

გერმანიის მსგავსად, კოსოვოს რესპუბლიკამ ევროს გამოყენება 2002 წლის 1 იანვარს დაიწყო. გერმანული მარკა კოსოვოში ლეგალურ საგადახდო საშუალებად დარჩა 2002 წლის 9 მარტამდე.

ევროზე გადასვლა განხორციელდა ევროპულ ცენტრალურ ბანკთან და ევროსზონის რამდენიმე ეროვნული ბანკთან თანამშრომლობით. 2001 წლის დეკემბრისთვის კოსოვოს საბანკო და საგადახდო სამსახურში დაახლოებით 100 მილიონი ევრო ნაღდი ფული გადაიგზავნა. ვალუტის გამოშვება თავად კოსოვოში არ ხორციელდება.

ევროკავშირში წევრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსოვო ევროკავშირში გაწევრიანების პოტენციური კანდიდატია. როგორც ევროკომისიამ, ისე ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნებმა ევრო ცალმხრივად დანერგეს.[2] ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა კოსოვო ევროკავშირში გაწევრიანებას იმ პირობებში, როცა უკვე იყენებს ევროს. მონტენეგრომ, რომელმაც ანალოგიურად 2002 წელს ცალმხრივად მიიღო ევრო, ევროკავშირთან სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმებას თან დაურთო განცხადება, რომლის მიხედვითაც „ცალმხრივად ევროს შემოღება შეუთავსებელია ევროკავშირის ხელშეკრულებასთან.“[3] მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესებზე გადაწყდება. დიპლომატების ვარაუდით, ქვეყნებს, რომლებიც უკვე იყენებენ ევროს, არ აიძულებენ უარი თქვან მის გამოყენებაზე.[3][4]

ბუნდესბანკის შეფასებით, 1999 წლის სექტემბერში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე გამოყენებული იყო 2 მილიარდი გერმანული მარკა, რაც ერთ ადამიანს დაახლოებით 80 მარკაზე მეტს უტოლდება.

  • Bogetic, Zeljko (2000). OFFICIAL DOLLARIZATION: CURRENT EXPERIENCES AND ISSUES[მკვდარი ბმული]. Cato Journal, Vol.20, No.2 (Fall 2000).
  • BQK (2010).
  • NRC Handelsblad (1999). Kosovo krijgt douane en Duitse mark, 4 September 1999.
  • Starr, Martha (2004). Monetary policy in post-conflict countries: Restoring credibility. American University, May 2004.
  • Svetchine, Michel (2005). KOSOVO EXPERIENCE WITH EUROIZATION OF ITS ECONOMY. Central Bank of Albania.
  • Schon, Gerard (2008). Euro Munzkatalog.
  1. Mitra, Saumya, Kosovo: economic and social reforms for peace and reconciliation, ISBN 978-0-8213-4942-7.
  2. „EU warns Montenegro over Euro“. B92. 2007-10-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-05. ციტირების თარიღი: 2011-09-09.
  3. 3.0 3.1 Montenegro heading for EU membership (2007-10-24). ციტირების თარიღი: 2013-02-19.
  4. EU to question Montenegro's use of euro (2007-10-08). ციტირების თარიღი: 2013-02-19.