შინაარსზე გადასვლა

კოსმოსური ფიზიოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოსმოსური ფიზიოლოგიაკოსმოსური ბიოლოგიისა და მედიცინის დარგი. შეისწავლის ორგანიზმის ფუნქციების რეგულაციისა და კომპენსაციის მექანიზმებს კოსმოსში ფრენის ყველა ფაქტორის ზემოქმედების პირობებში. ასეთი ფაქტორებია გადატვირთვა, ვიბრაცია, ხმაური, უწონადობის მდგომარეობა, კოსმოსური სხივების გავლენა, დედამიწაზე ჩვეული დღე-ღამური, სეზონური და სხვა ბიოლოგიური რითმების დარღეევა. კვლევის შედეგად დადგენილი კანონზომიერებანი საფუძვლად ედება ბიოლოგიურ და სამედიცინო პროგნოზებს, მ. შ. კოსმონავტების შრომის, დაავენების, ძილის, კვებისა და საერთოდ ყოფის ოპტიმალური რეჟიმის შემუშავებას. კოსმოსური ფრენის პირობებში ორგანიზმის გამძლეობის შენარჩუნებისა და გადიდების გზები და საშუალებანი (ფიზიკური ვარჯიშის რაციონალური კომპლექსი ზოგიერთი პროფილაქტიკური, მ. შ. ფარმაკოლოგიური საშუალებანი) „გამოიყენება არა მარტო კოსმონავტების შერჩევისა და მომზადებისა“, არამედ ჩვეულებრივ (დედამიწის) პირობებში ორგანიზმის ფიზიოლოგიური ზოგიერთი პრობლემის გადასაწყვეტად.