კოსმოსური ვესტერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ადრეული კოსმოსური ვესტერნის გარეკანი

კოსმოსური ვესტერნისამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრი, რომელიც იყენებს ვესტერნისთვის დამახასიათებელ სიუჟეტებსა და თხრობის სტილს სამეცნიერო ფანტასტიკის გარემოში. ჟანრში არსებობს ორი ძირითადი მიმართულება - სუსტი, რომელიც აღწერს ახალი, კანონგარეშე ტერიტორიების ათვისებას, და ძლიერი - რომელშიც უშუალოდ მონაწილეობენ კოვბოები მექანიზირებულ ცხენებზე და ისვრიან ბლასტერებიდან. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ჟანრი უაღრესად პოპულარული იყო, სიუჟეტებისა და ნაწარმოებების უხარისხო და სწრაფმა წერამ გამოიწვია მისი პოპულარობის შემცირება 1980-იან წლებამდე, როდესაც მოხდა მისი გადააზრება. შემდგომი კრიტიკული გადაფასება მოხდა 2000-იან წლებში Firefly-სა და Cowboy Bebop-თან ერთად. ჟანრზე მნიშვნელოვანი გავლენა ასევე იქონია ჯონ ფავროს მანდალორელმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]