მიტროფანე კორძახია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კორძახია, მიტროფანე)
მიტროფანე კორძახია
დაბ. თარიღი 4 (16) ივლისი, 1890
დაბ. ადგილი აბაშა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 28 აპრილი, 1970(1970-04-28) (79 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია

მიტროფანე ოტიას ძე კორძახია (დ. 16 ივლისი [ ძვ. სტ. 4 ივლისი], 1890, სოფელი აბაშა, — გ. 28 აპრილი, 1970, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი. საქართველოს კლიმატის ცნობილი მკვლევარი.

კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების (1915) შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა თბილისში, 1925–1940 იყო თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიაში განყოფილების გამგედ, 1940–1952 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს კლიმატოლოგიაში, 1952–1955 წლებში იყო საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1955-1970 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. კორძახიას ძირითადი შრომები ეძღვნება კლიმატოლოგიის, აგრეთვე საქართველოს კლიმატოგრაფიის საკითხებს.

„საქართველოს სსრ ატლასის“ შექმნაში მონაწილებისათვის მიენიჭა საქართველოს სსრ პრემია (1971).

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ჰავა, თბ., 1961;
  • საქართველოს სსრ კლიმატური რუკა , თბ., 1962 (თანაავტ.,).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]