კორტოხის უღელტეხილი
იერსახე
| კორტოხის უღელტეხილი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°10′18″ ჩ. გ. 43°35′10″ ა. გ. / 42.1718833° ჩ. გ. 43.5861222° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | საჩხერის მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 1130 მ |
| ქედი | ლიხის ქედი |
| აკავშირებს | ხაშურის მუნიციპალიტეტს საჩხერის მუნიციპალიტეტთან |
| ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
| ფლორა | მუხნარ-რცხილნარ-წიფლნარი |
კორტოხის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეებში, საჩხერისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს ლიხის ქედზე, მდინარე სურამულის მარცხენა შენაკადის — ჭერათხევის ზემო დინებისა და ყვირილის მარცხენა შენაკადის — ძირულის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1130 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კორტოხის მიდამოები შემოსილია მუხნარ-რცხილნარ-წიფლნარით. კორტოხზე გადადის საცალფეხო გზა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან საჩხერის მუნიციპალიტეტში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 682.