შინაარსზე გადასვლა

კორტინარიუსისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორტინარიუსისებრნი

Cortinarius violaceus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  კორტინარიუსისებრნი
ლათინური სახელი
Cortinariaceae R.Heim ex Pouzar (1983)
ტიპური გვარი
Cortinarius Gray (1821)
სინონიმები
Gigaspermaceae Jülich (1981)[1]
Gigaspermataceae Jülich (1981)[2]

კორტინარიუსისებრნი (ლათ. Cortinariaceae) — ქუდიანი სოკოების ოჯახი, რომელიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და 3200-ზე მეტ სახეობას აერთიანებს.[3]

მრავალი გვარი, რომლებიც ადრე კორტინარიუსისებრთა ოჯახს ეკუთვნოდა, ახლა სხვადასხვა ოჯახში შედის, მათ შორის ჰიმენოგასტერისებრნი, ინოციბესებრნი და ბოლბიტიუსისებრნი. ნაყოფსხეულები სხვადასხვა ზომისა და შეფერილობისაა, ქუდიანი, აქვთ საერთო და კერძო საბურველი, ჩვეულებრივ, აბლაბუდიანი ან ბოჭკოვანი.

მრავალი სახელმძღვანელო ურჩევს მესოკოვეებს თავი შეიკავონ კორტინარიუსის ნებისმიერი სახეობის შეგროვებისგან, რადგან ისინი (შხამიანიც და საკვებად ვარგისიც) ვიზუალურად მეტად ჰგვანან ერთმანეთს. ამ ჯგუფში მრავალი შხამიანი სახეობაა და ცოტაა ისეთი საჭმელად ვარგისი, რომელიც მაღალი ღირებულებით გამოირჩევა. მომაკვდინებელი მიკოტოქსინი ორელანინი აღმოჩენილია კორტინარიუსისებრთა ოჯახის სულ მცირე 34 სახეობაში.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Kropp BR, Albee-Scott S, Castellano MA, Trappe JM (2012). Cryptolepiota, a new sequestrate genus in the Agaricaceae with evidence for adaptive radiation in western North America“ (PDF). Mycologia. 104 (1): 164–174. doi:10.3852/11-046. PMID 21828217. S2CID 27179882.
  2. Gigaspermaceae Jülich 1981. MycoBank. International Mycological Association. ციტირების თარიღი: 2012-03-14
  3. Cortinariaceae | COL. ციტირების თარიღი: 2024-12-30
  4. Oubrahim H, Richard JM, Cantin-Esnault D, Seigle-Murandi F, Trecourt F (1997). „Novel methods for identification and quantification of the mushroom nephrotoxin orellanine. Thin-layer chromatography and electrophoresis screening of mushrooms with electron spin resonance determination of the toxin“. Journal of Chromatography. 758 (1): 145–157. doi:10.1016/S0021-9673(96)00695-4. PMID 9181972.