კორტიზოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კორტიზოლი — გლუკოკორტიკოიდების კლასის სტეროიდული ჰორმონი. როგორც მედიკამენტი, ცნობილია როგორც ჰიდროკორტიზონი.[1] წარმოიქმნება მრავალ ცხოველში, ძირითადად თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის zona fasciculata-ით.[2] სხვა ქსოვილებში უფრო მცირე რაოდენობით წარმოიქმნება.[3] გამოიყოფა დღის ციკლით, გამოყოფა იზრდება სტრესისა და სისხლში გლუკოზის დაბალი კონცენტრაციის საპასუხოდ. გლუკონეოგენეზის მეშვეობით სისხლში შაქრის დონეს აძლიერებს, თრგუნავს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს. ასევე აფერხებს ძვლის წარმოქმნას.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Scott E. (2011-09-22) Cortisol and Stress: How to Stay Healthy. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-01. ციტირების თარიღი: 2011-11-29
  2. Taves MD, Gomez-Sanchez CE, Soma KK (July 2011). „Extra-adrenal glucocorticoids and mineralocorticoids: evidence for local synthesis, regulation, and function“. American Journal of Physiology. Endocrinology and Metabolism. 301 (1): E11-24. doi:10.1152/ajpendo.00100.2011. PMC 3275156. PMID 21540450.
  3. (2010) Human Anatomy & Physiology. San Francisco: Benjamin Cummings. ISBN 978-0-321-60261-9. 
  4. Chyun YS, Kream BE, Raisz LG (February 1984). „Cortisol decreases bone formation by inhibiting periosteal cell proliferation“. Endocrinology. 114 (2): 477–80. doi:10.1210/endo-114-2-477. PMID 6690287.