კორჟენევსკის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორჟენევსკის მყინვარი
ყირგ. Корженевский мөңгүсү
კოორდინატები: 39°25′ ჩ. გ. 73°03′ ა. გ. / 39.417° ჩ. გ. 73.050° ა. გ. / 39.417; 73.050
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ტერიტორიული ერთეული ოშის ოლქი
ქედი იმიერალაის ქედი (პამირი)
ფართობი 73 კმ²
სიგრძე 21,5 კმ
ტიპი ხეობის
კორჟენევსკის მყინვარი — ყირგიზეთი
კორჟენევსკის მყინვარი

კორჟენევსკის მყინვარი (ყირგ. Корженевский мөңгүсү) — რთული ხეობის მყინვარი პამირზე, ყირგიზეთში. მდებარეობს იმიერალთაის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ლენინის პიკის აღმოსავლეთით, მდინარე ჯანაიდართაქის (მდ. ყიზილსუს მარცხენა შენაკადი, ვახშის აუზი) სათავეებში. სიგრძე 21,5 კმ, ფართ. 73 კმ². მყინვარი გაწოლილია ღრმა ხეობაში და ეშვება 6210 მეტრიდან 3800 მეტრ სიმაღლემდე. მყინვარის ენის დიდი ნაწილი დაფარულია მორენული საფრით. სახელი ეწოდება აღმომჩენის, საბჭოთა მკვლევარ ნიკოლოზ კორჟენევსკის პატივსაცემად (აღმოაჩინა 1928 წელს).[1][2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Корженевского ледник // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 307.
  2. კორჟენევსკის მყინვარი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 680.