შინაარსზე გადასვლა

კორპის მუხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორპის მუხა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  წიფლისებრნი
გვარი:  მუხა
სახეობა:  კორპის მუხა
ლათინური სახელი
Quercus suber
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 194237

კორპის მუხა (Quercus suber) — მარადმწვანე გაშლილვარჯიანი ხე წიფლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 20-25 მ აღწევს. ღერო და ტოტები დაფარული აქვს კორპის სქელი ფენით. მომრგვალო-ელიფსური ფოთლები აქვს, ქვედა მხრიდან მონაცრისფრო ბუსუსიანი. ბუნებრივად იზრდება დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (აქ მის ტყეებს ამჟამად მცირე ფართობები უკავია). ყოფილ სსრკ-ში პირველად XIX საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს ყირიმსა და საქართველოში (სოხუმსა და ქუთაისში, ყოფილ ფერმის ბაღში - ამჟამად თბილისის ბოტანიკური ბაღის ფილიალი). მისი სამრეწველო გაშენება საქართველოს სუბტროპიკებში (ქუთაისი, გაგრა, აგუძერა და სხვა). 1930-იდან დაიწყო, უფრო გვიან კი შესაძლებელი გახდა აღმოსავლეთ საქართველოშიც (ლაგოდეხის რაიონში). კორპის მუხა სინათლისა და სითბოს მომთხოვნია. —16—18 °C-ზე ეყინება ნორჩი ყლორტები. —22 °C მთლიანად იღუპება. კარგად ხარობს ღრმა და უკირო ნიადაგზე. კორპი უკეთესი ხარისხის გამოდის მშრალ პირობებში. პირველი კორპის მოხდა შეიძლება 15—20 წლის ასაკიდან, შემდეგ კი — ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, 150—200 წლამდე. ერთი ძირიდან მიიღება 1 კგ-მდე კორპი. დასავლეთ საქართველოს მძიმე და ტენიან ნიადაგზე კორპის მუხას აზიანებს „შავი ტირილი“, რომელთა საბოლოოდ ახმობს მცენარეს. კორპის მომცემ მუხად მიიჩნევენ აგრეთვე დასავლურ მუხას (Quercus occidentalis), რომლის სამშობლოა სამხრეთ პორტუგალია და საფრანგეთი. საქართველოში, ისევე როგორც კავკასიის ჩრდილოეთ ნაწილში, პერსპექტიულად მიჩნეულია Quercus variabilis.