შინაარსზე გადასვლა

კორო (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორო
მშობ. სახელი: ინგლ. Koro
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 17°18′00″ ს. გ. 179°24′00″ ა. გ. / 17.30000° ს. გ. 179.40000° ა. გ. / -17.30000; 179.40000
ფართობი 108,9 კმ²
სიგრძე 16 კმ
სიგანე 8 კმ
უმაღლესი წერტილი 522 მ
ოლქი აღმოსავლეთის ოლქი
პროვინცია ლომაივიტის პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 4500 (2007)
სიმჭიდროვე 41,322 ად. /კმ²

კორო (ინგლ. Koro) — ფიჯის რესპუბლიკის სიდიდით მეექვსე კუნძული, რომელიც მდებარეობს ლომაივიტის კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძული შედის აღმოსავლეთის ოლქის ლომაივიტის პროვინციის შემადგენლობაში.

კოროს კუნძული მდებარეობს ლომაივიტის კუნძულების უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, კოროს ზღვაში. უახლოესი მატერიკიავსტრალია, მდებარეობს დაახლოებით 2900 კმ-ში[1].

კუნძული კორო წარმოადგენს დიდ ვულკანურ კუნძულს, რომლის ფართობი სულ შეადგენს 108,9 კმ²-ს და შესაბამისად იგი ფიჯიში ფართობით მეექვსე კუნძულია, ხოლო უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 522 მეტრს. კუნძული კორო ბაზალტურ-ტუფოვანი კონუსია, რომელიც ჩამოყალიბებულია პლეისტოცენი-ჰოლოცენის პერიოდში[2]. კუნძულის ცენტრში მდებარეობს პლატო. კუნძულ კოროს სიგრძეა — 16 კმ, მაქსიმალური სიგანე — 8 კმ.

კუნძული დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით. კლიმატი კუნძულ კოროზე ნოტიო ტროპიკულია. განიცდის ციკლონების ნეგატიურ ზემოქმედებას[1].

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ბრიტანელი მოგზაური უილიამ ბლაი, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1789 წელს.

2007 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 4500 ადამიანს, რომლებიც ცხოვრობდნენ კუნძულის 14 დასახლებულ პუნქტში. მათგან ყველაზე დიდია — ქალაქი ნასაუ, რომელშიც მდებარეობს ფოსტა, საავადმყოფო და სკოლები[3].

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — პლანტაციური მეურნეობა და სატყეო მრეწველობა[1]. აქტიურად ვითარდება ტურიზმი. მოქმედებს აეროდრომი.

  1. 1.0 1.1 1.2 Islands of Fiji. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010—04-08.
  2. Koro. Global Volcanism Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010—04-08.
  3. David Stanley., Moon Handbooks Fiji, David Stanley, 2004, ISBN 1566914973.