კორონავირუსის პანდემია სამხრეთ ოსეთში (2020)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კორონავირუსის პანდემია სამხრეთ ოსეთში2019-2020 წლებში კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობა რუსეთის ფედარაციის მიერ ოკუპირებულ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში (ცხინვალის რეგიონი), დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში. კორონავირუსული დაავადება COVID-19-ით ინფიცირებული პირი აქ პირველად 2020 წლის 6 მაისს გამოვლინდა.

წინაისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ტერიტორიაზე COVID-19 პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.[1] მეორე დღესვე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 27 თებერვლის 20:00 საათიდან საზღვრის კვეთის ყველა პუნქტი შეწყვეტდა მუშაობას და ამით სამხრეთი ოსეთი საქართველოსთან საზღვარს ჩაკეტავდა.[2] 1 მარტს ძალაში შევიდა ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეზღუდვა, რომლის თანახმადაც დე ფაქტო რესპუბლიკაში აიკრძალა 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქისათვის შესვლა.[3] 2 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდნენ, შეძლებდნენ სახლებში დაბრუნებას მხოლოდ „Раздæхæн“-ის (სოფ. მოსაბრუნთან) გამშვები პუნქტის გავლით და გაივლიდნენ 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს.[4] მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო კეთილდღეობის სფეროში სახელმწიფო სამსახურმა („იუგოსეტპოტრებნადზორი“) რეკომედაციები გასცა კორონავირუსისაგან დაცვის მიზნით; მაგ., მოქალაქეებს მოუწოდა თავი შეეკავებინათ იმ ქვეყნებში მოგზაურობისაგან, სადაც COVID-19 დაფიქსირდა.[5] 4 მარტს დამტკიცდა კომპლექსური გეგმა პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად; გატარდა რიგი ღონისძიებები (მედპერსონალის გადამზადება, რეკომენდაციები და სხვ.).[6]

16 მარტის ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთიდან ჩაიტანდნენ ახალი ტიპის კორონავირუსის ანტიგენის აღმომჩენ ტესტ-სისტემებს.[7] 16 მარტიდან 15 აპრილამდე ვადით საზღვარი ჩაიკეტა რუსეთის გარდა ყველა ქვეყნის მოქალაქისათვის.[8] 18 მარტიდან დაიხურა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულება.[9] 18 მარტიდან 1 მაისამდე პერიოდში სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისათვის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ რუსული პასპორტით გახდა შესაძლებელი.[10] ყველგან აიკრძალა კულტურულ-მასობრივი და სპორტული ღონისძიებები (26 მარტიდან) და შეიზღუდა თანამდებობის პირთა მოგზაურობები საზღვარგარეთ.[11] უცხოელებისთვის დაწესდა შეზღუდვა ე. წ. სამხრეთ ოსეთის დატოვებაზე,[12] ხოლო ადგილობრივებისთვის — საქართველოში სამკურნალოდ წასვლაზე.[13]

24 მარტის მონაცემებით, საზღვარგარეთიდან დაბრუნებული 10 მოქალაქე იზოლირებული იყო საავადმყოფოს სტაციონარში, ხოლო კიდევ 29 — ექიმების დაკვირვების ქვეშ სახლის პირობებში; ეს პიროვნებები იყვნენ კონტაქტური პირები, რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტები, მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული თანამოქალაქეები.[14] გამოაცხადეს, რომ საქართველოს მხრიდან ე.წ. საზღვრის დამრღვევები ჯერ სავალდებულო კარანტინს გაივლიდნენ და შემდეგ მიეცემოდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში.[15] 26 მარტს სასწავლო დაწესებულებებში კარანტინი აპრილის შუამდე გაგრძელდა.[16] 27 მარტს დროებით დაიხურა მთელი რიგი საზოგადოებრივი ადგილები.[17] 28 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით შეწყდა კაფეების, სხვა სავაჭრო-გასართობი დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება.[18] 30 მარტს რუსეთმა ჩაკეტა საზღვარი ყველანაირი სატრანსპორტო საშუალებისათვის,[19] თუმცა აკრძალვა არ შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროდუქტის შეტანას.[20]

1 აპრილს ე.წ. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო მოსახლეობის უზრუნველყოფა სადეზინფექციო საშუალებებით, აგრეთვე გათავისუფლებულიყო ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ყველა სახის საიჯარო გადასახადისაგან.[21] დროებით შეწყვიტა მუშაობა სასტუმროებმა, სანატორიებმა და თითქმის ყველა სახის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტმა.[22] ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით 8-დან 20 აპრილამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდა.[23] რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა გაგრძელდა 1 მაისამდე.[24] 17 აპრილს საკარანტინო ზომები — 26 აპრილამდე, საგანმანათლებლო დაწესებულებების კარანტინი კი 30 აპრილამდე გადავადდა.[25] უქმე დღეებად გამოცხადდა 20–30 აპრილის პერიოდი.[26]

მთელი მაისის ჩათვლით გაგრძელდა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა[27] და 11 მაისამდე გადაიწია სხვადასხვა სახის დაწესებულებების მუშაობამ, აგრეთვე უქმე დღეებმა.[28] 4 მაისის მდგომარეობით, 3 ადამიანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, 51 — სტაციონარში ექიმების დაკვირვები ქვეშ, მათ შორის რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო სასწავლებლების კურსანტები.[29]

პანდემია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 6 მაისს; პიროვნება რუსეთიდან იყო დაბრუნებული.[30] რუსეთთან საზღვარი ჩაიკეტა ყველა პირისათვის, გამონაკლისების გარეშე.[31] იმავე დღესვე კორონავირუსი დაუდასტურდათ ვლადიკავკაზიდან დაბრუნებულ ახალგორის მუნიციპალიტეტის (დე ფაქტო „ლენინგორის რაიონი“) მკვიდრ დედა-შვილს.[32] მომდევნო დღეს დაინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა (რომელთაგან 7 რუსეთის სამხედრო სასწავლებელთა კურსანტი იყო) და 11-ს მიაღწია.[33]

8 მაისის დილის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა რაოდენობამ 15 შეადგინა. მთავარი სანიტარის, მარინა ქოჩიევას განცხადებით, ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში კარანტინში იმყოფებოდა 244 ადამიანი (ცხინვალში 188, რაიონებში 56), რომელთაგან ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული იყო 33, მრავალპროფილურ სამედიცინ ცენტრში — 134, სასტუმრო „ალანში“ — 31.[34] ამ ფონზე სასწავლო დაწესებულებებში კარანტინი — სასწავლო წლის ბოლომდე, არასამუშაო დღეები — 28 მაისის ჩათვლით, შემზღუდველი ზომები კი თვის ბოლომდე გაგრძელდა.[35]

9 მაისს დღეს გამოვლინდა 2 ახალი შემთხვევა.[36] 10 მაისს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტებიდან 5-მა დადებითი შედეგი აჩვენა და საერთო რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.[37] 13 მაისს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა (ჯამში 25); დაავადებულების უმეტესობა რუსეთის თავდაცვის აკადემიის კურსანტები იყვნენ, ასევე, მოქალაქეები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთიდან დაბრუნდნენ, ერთი პაციენტი კი რუსეთის სახმელეთო სასაზღვრო ძალების მოსამსახურე იყო.[38] 14 მაისს კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა. „იუგოსეტპოტრებნადზორის“ ე.წ. ხელმძღვანელის მოადგილემ, ანა გაგლოევამ განაცხადა, რომ ოთხი მათგანი სამშობლოში დაბრუნებული რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტი, ერთი კი ე.წ. რესპუბლიკის მოქალაქე ქალი იყო. ორკვირიან საკარანტინო რეჟიმზე 279 ადამიანი იმყოფებოდა, სამედიცინო დაწესებულებებში კი – 139, სახლის პირობებში თვითიზოლაციაში იყო 43 პირი, 24 – სასტუმრო „ალანში“.[39]

16 მაისს კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (ჯამში 34). 4 ინფიცირებულიდან 2 დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქე იყო, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდა სამხრეთ ოსეთში, ხოლო 2 — მედიცინის მუშაკი დაბა ზნაურის (ყორნისის) საავადმყოფოდან.[40] 20 მაისს ცნობილი გახდა პირველი ორი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ.[41] 21 მაისს 25-მდე კარანტინში მყოფი კურსანტი კარანტინიდან გაიქცა, თუმცა იმავე დღესვე იძულების წესით დააბრუნეს.[42] 22 მაისს კიდევ 4 გამოჯანმრთლებული პაციენტის შესახებ გახდა ცნობილი.[43] 23 მაისს 71 ჩატარებული ტესტიდან დადებითი შედეგი მხოლოდ ერთმა აჩვენა და დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 35 შეადგინა (მათგან 6 გამოჯანმრთელებული).[44]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. on.ge (26 თებერვალი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  2. Южная Осетия полностью закрывает границу с Грузией из-за коронавируса. Sputnik Осетия (27 თებერვალი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  3. Южная Осетия ограничила въезд для граждан более 60 стран. Sputnik Осетия (3 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  4. Южная Власти Южной Осетии пропустят через границу оставшихся в Грузии жителей. Sputnik Осетия (2 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  5. Власти Южной Осетии предостерегли своих граждан от поездок за рубеж из-за коронавируса. Sputnik Осетия (3 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  6. В Южной Осетии борьбу с коронавирусом утвердили на правительственном уровне. Sputnik Осетия (4 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  7. В Южную Осетию доставят тест-системы для выявления коронавируса. Sputnik Осетия (16 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  8. Въезд в Южную Осетию запретили всем иностранцам, кроме граждан РФ. Sputnik Осетия (17 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  9. Во всех образовательных учреждениях Южной Осетии вводят карантин. Sputnik Осетия (17 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  10. Жители Южной Осетии смогут попасть в Россию только по российскому паспорту. Sputnik Осетия (17 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  11. В Южной Осетии запретили все массовые мероприятия и ограничили поездки чиновников. Sputnik Осетия (19 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  12. Иностранцам временно запретили покидать Южную Осетию. Sputnik Осетия (20 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  13. Южная Осетия ограничила на время выезд на лечение в Грузию. Sputnik Осетия (20 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  14. В Южной Осетии 10 человек изолированы в стационаре, еще 29 - под наблюдением дома. Sputnik Осетия (24 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  15. Нарушителей границы Южной Осетии с Грузией ждут карантин и уголовные дела - КГБ. Sputnik Осетия (24 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  16. Карантин в Южной Осетии продлили еще на две недели. Sputnik Осетия (26 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  17. В Южной Осетии на карантин закроют общественные места. Sputnik Осетия (27 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  18. Власти Южной Осетии ввели новые ограничения из-за коронавируса. Sputnik Осетия (27 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  19. Россия закрывает границы с 30 марта из-за коронавируса. Sputnik Осетия (28 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  20. Закрытие границы России не скажется на поставках продуктов в Южную Осетию. Sputnik Осетия (30 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  21. Парламентарии Южной Осетии предложили дополнительные меры по борьбе с коронавирусом. Sputnik Осетия (1 აპრილი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ივლისი, 2020.
  22. В Южной Осетии закрыли на карантин еще ряд объектов. Sputnik Осетия (1 აპრილი, 2020). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2020.
  23. Президент Южной Осетии объявил период с 8 по 20 апреля нерабочими днями. Sputnik Осетия (7 აპრილი, 2020). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2020.
  24. Граница Южной Осетии с Россией будет закрыта до 1 мая. Sputnik Осетия (10 აპრილი, 2020). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2020.
  25. Карантинные меры в Южной Осетии продлили до 26 апреля. Sputnik Осетия (17 აპრილი, 2020). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2020.
  26. Нерабочие дни в Южной Осетии продлили до 30 апреля. Sputnik Осетия (17 აპრილი, 2020). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2020.
  27. Запрет на пересечение границы Южной Осетии с Россией сохранится до 31 мая. Sputnik Осетия (30 აპრილი, 2020). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2020.
  28. [hhttps://sputnik-ossetia.ru/South_Ossetia/20200430/10506200/V-Yuzhnoy-Osetii-prodlili-ogranichitelnye-mery-v-svyazi-s-koronavirusom.html В Южной Осетии продлили ограничительные меры в связи с коронавирусом]. Sputnik Осетия (30 აპრილი, 2020). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2020.
  29. Более 50 человек находится на карантине в медучреждениях Южной Осетии. Sputnik Осетия (4 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2020.
  30. В Южной Осетии выявили первый случай заражения коронавирусом. Sputnik Осетия (6 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2020.
  31. Границу Южной Осетии с Россией временно закроют для всех без исключения. Sputnik Осетия (6 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2020.
  32. Коронавирусом в Южной Осетии заразились мальчик и его мать — глава района. Sputnik Осетия (6 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2020.
  33. В Южной Осетии еще восемь человек заразились коронавирусом. Sputnik Осетия (7 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2020.
  34. Уже 15: в Южной Осетии выросло число выявленных случаев заражения коронавиусом. Sputnik Осетия (8 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2020.
  35. Карантин в школах Южной Осетии продлится до конца учебного года[მკვდარი ბმული], В Южной Осетии продлены ограничения из-за первых случаев коронавируса, Президент Южной Осетии продлил нерабочие дни до 28 мая. Sputnik Осетия (8 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2020.
  36. В Цхинвале выявлено два новых случая инфицирования коронавирусом. Sputnik Осетия (9 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2020.
  37. Количество зараженных коронавирусом в Южной Осетии превысило 20 человек. Sputnik Осетия (10 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2020.
  38. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია. qartli.ge (13 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2020.
  39. ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. kvira.ge (14 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2020.
  40. ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან, 2 მედიცინის მუშაკია. qartli.ge (16 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2020.
  41. В Южной Осетии два человека вылечились от COVID-19. Sputnik Осетия (20 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2020.
  42. Жесткий разговор: Бибилов встретился с родителями сбежавших из карантина курсантов. Sputnik Осетия (21 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2020.
  43. Новые выздоровевшие и ни одного заболевшего: ситуация с COVID-19 в Южной Осетии. Sputnik Осетия (22 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2020.
  44. В Южной Осетии к 23 мая 35 лабораторно подтверждённых случаев заражения COVID-19. iryston.tv (23 მაისი, 2020).