კორნელია (გრაკქუსების დედა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორნელია
მშობლიური სახელი Cornelia
დაბადების თარიღი ძვ. წ. 190
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 100
მოქალაქეობა ძველი რომი
მეუღლე(ები) ტიბერიუს სემფრონიუს გრაკქუსი
შვილ(ებ)ი ტიბერიუს გრაკქუსი,
გაიუს გრაკქუსი,
სემფრონია
მშობლები მამა: სციპიონ აფრიკელი
დედა: ემილია პავლა

კორნელია (ლათ. Cornelia) — რომაელი ქალბატონი, სციპიონ აფრიკელის შვილი, ტიბერიუს სემფრონიუს გრაკქუსის ცოლი და ძმები გრაკქუსების (ტიბერიუსი და გაიუსი) დედა.

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორნელია იყო სციპიონ აფრიკელისა (უფროსის) და ემილია პავლას ქალიშვილი. ამ თვალსაზრისით იგი არის ლუციუს ემილიუს პაულუსის, კანეს ბრძოლაში დაღუპული მხედართმთავრის, შვილიშვილი და ლუციუს ემილიუს პაულუს მაკედონელის ძმისშვილი. მისი უფროსი და ცოლად ჰყავდა პუბლიუს კორნელიუს სციპიონ ნაზიკა კორკულუმს. კორნელიას ასევე ჰყავდა ორი ძმა პუბლიუსი (რომელმაც კარიერა ვერ გაიკეთა ცუდი ჯანმრთელობის გამო) და ლუციუსი, რომელიც იყო პრეტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორნელია გახდა პლებეეების წარმომადგენლის ტიბერიუს სემფრონიუს გრაკქუსის ცოლი. ანალების ავტორები გვამცნობენ, რომ ეს ქორწინება შედგა ძვ. წ. 180 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ცოცხალი იყო სციპიონ აფრიკელი. მაგრამ ტიტუს ლივიუსი უკვე ეჭვქვეშ აყენებს ამგვარ დათარიღებას[1]. პოლიბიოსისა[2] და პლუტარქეს[3] ცნობებზე დაყრდნობით მკვლევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ აღნიშნული ქორწინება შედგა ძვ. წ. 165-სა და ძვ. წ. 162 წლებს შორის პერიოდში[4]. ქორწინების პერიოდში ტიბერიუს სემფრონიუსი იყო 50 წლის, ხოლო კორნელია მასზე 30 წლით ახალგაზრდა[5]. მიუხედავად ამისა, მათ 12 შვილი შეეძინათ, ამიტომ ეს ოჯახი გახდა პლინიუს უფროსისთვის დიდი ოჯახების მაგალითი[6]. სრულწლოვანებამდე მიაღწია მხოლოდ სამმა მათგანმა: ტიბერიუსმა, რომელიც და-ძმებს შორის ყველაზე უფროსი იყო, სემფრონიამ, რომელიც გახდა საკუთარი ბიძაშვილის ცოლი და გაისუმა[3], რომელიც დაიბადა მამის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე[4].

კორნელიამ ქმრის გარდაცვალებიდან ოთხი ათწლეული კიდევ იცოცხლა[5]. მას ხელს თხოვდნენ ცნობილი რომაელები და უცხოელები, მათ შორის ეგვიპტის მეფე პტოლემე VI ფილომეტორი, მაგრამ იგი ყველას უარს ეუბნებოდა და მთელ დროს შვილების აღზრდას ანდომებდა[7]. ორივე ვაჟისთვის ბრწყინვალე განათლება მიუცია მათი მასწავლებლები ყოფილან ცნობილი ორატორი დიოფანე მიტილინელი და ფილოსოფოსი ბლოსიუსი[8].

კულტრაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორნელია არის მილი ეზერსკის რომანის „გრაკქუსების“ პერსონაჟი. მისი სახელი ეწოდა ასტეროიდს 425 კორნელია, რომელიც აღმოაჩინეს 1896 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალ. წერეთელი, ძველი რომი, თბ., 1961
  • Тит Ливий. История Рима от основания города. — М.: Наука, 1994. — Т. 3. — 768 с. — ISBN 5-02-008995-8.
  • Плиний Старший. Естественная история. ციტირების თარიღი: 2016-05-04.
  • Плутарх. Сравнительные жизнеописания. — СПб., 1994. — Т. 3. — 672 с. — ISBN 5-306-00240-4.
  • Полибий. Всеобщая история. — М., 2004. — Т. 1. — 768 с. — ISBN 5-17-024958-6.
  • Ковалёв С. История Рима. — М.: Полигон, 2002. — 864 с. — ISBN 5-89173-171-1.
  • Münzer F. Cornelius 407 // Paulys Realencyclopädie der classischen Altertumswissenschaft. — 1900. — Bd. IV, 1. — S. 1592-1595.
  • Münzer F. Sempronius 53 // Paulys Realencyclopädie der classischen Altertumswissenschaft. — 1923. — Bd. II, 2. — S. 1403-1409.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Тит Ливий 1994, XXXVIII, 57, 3.
  2. Полибий 2004, XXXII, 13.
  3. 3.0 3.1 Плутарх 1994, Тиберий и Гай Гракхи, 1.
  4. 4.0 4.1 Cornelius 407 1900, s. 1592.
  5. 5.0 5.1 Sempronius 53 1923, s. 1409.
  6. Плиний Старший, VII, 13, 57.
  7. Ковалёв 2002, с. 402.
  8. ალ. წერეთელი, ძველი რომი, თბ., 1961, გვ., 29