კორნელია ენდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კორნელია ენდერი
Kornelia Ender 1973.jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი გერმ. Kornelia Ender
სრული სახელი გერმ. Kornelia Ender (-Matthes, -Grummt)
ეროვნება გერმანელი
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1958 (1958-10-25) (60 წლის)
დაბ. ადგილი პლაუენი, კარლ-მარქს-შტადტის ოლქი, გდრ
სიმაღლე 172 სმ
წონა 59 კგ
სპორტი
ქვეყანა თარგი:ქვეყნის მონაცემები გდრ
გერმანიის დროშა გერმანია
სპორტი ცურვა
კლუბი SV Halle
ჯილდოები Patriotic Order of Merit in gold

კორნელია ენდერი (გერმ. Kornelia Ender; დ. 25 ოქტომბერი, 1958, პლაუენი, კარლ-მარქს-შტადტის ოლქი, გდრ) — გერმანელი მოცურავე (გამოდიოდა გდრ-ის  სახელით). 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გახდა პირველი ქალი მოცურავე, რომელმაც მოიგო ოთხი ოქროს მედალი ერთ ოლიმპიურ თამაშებზე, ოთხივე რეკორდული დროით.[1] მოგვიანებით დადასტურდა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის ექიმები სისტემატიურად აძლევდნენ სტეროიდებს სპორტსმენებს (თუმცა ამის შესახებ სპორტსმენებმა არ იცოდნენ).[2] 1976 წელს კორნელიასაც გამოუვლინდა სტეროიდების მოხმარების სიმპტომები (ღრმა ხმა, განვითარებული სხეული), რამაც ძლიერი ეჭვი გააჩინა ენდერის მიღწევებზე.

ენდერი ადრეული ასაკიდან ემზადებოდა და 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე, 13 წლის ასაკში, მოიგო პირველი სამი ვერცხლის მედალი, მათ შორის ერთი — 200 მეტრზე ინდივიდუალურ ესტაფეტაში. მომდევნო წლებში მან ინდივიდუალურ გაცურვებში 32 მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მათ შორის ოთხი მონრეალის ოლიმპიადაზე. საერთო ჯამში ოლიმპიადებზე კორნელიას მოგებული აქვს ოთხი ოქროსა და ოთხი ვერცხლის მედალი, რაც მას ხდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოცურავეს ოლიმპიადების ისტორიაში.[3] მსოფლიო ჩემპიონატებზე კორნელიას მოგებული აქვს რვა ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი.[4] ძალიან ბევრი კითხვა ისმოდა 1976 წლის გამოსვლაზე. მოგვაინებით გდრ-ის მწვრთნელებმა დაადასტურეს რომ სპორტსმენებს სტეროიდებს აძლევდნენ. ენდერმა განაცხადა, რომ არ იცოდა იმ ნივთიერებებზე, რომლითაც სამწვრთნელო შტაბი მას ამარაგებდა.[2] 1981 წელს კორნელია ენდერი შეყვანილ იქნა ცურვის საერთაშორისო დიდების დარბაზში.[5]

მან სპორტული კარიერა 18 წლის ასაკში 1977 წელს დაასრულა.

ენდერი ოთხი წლის განმავლობაში დაქორწინებული იყო, აღმოსავლეთ გერმანელ მოცურავეზე და მრავალგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, როლანდ მატისზე. ამჟამად ის დაქორწინებულია გერმანელ მძლეოსან სტეფენ გრუმტზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]