კორინთის ყურე
იერსახე
| კორინთის ყურე | |
|---|---|
| ბერძ. Κορινϑιαϰὸς ϰόλπος | |
|
| |
| კოორდინატები | 38°12′ ჩ. გ. 22°30′ ა. გ. / 38.200° ჩ. გ. 22.500° ა. გ. |
| აუზი | იონიის ზღვა |
| ქვეყნები |
|
| ტიპი | ყურე |
| ფართობი | 2400 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 935 მ |
| სიგრძე | 130 კმ |
| სიგანე | 3–35 კმ |
კორინთის ყურე (ბერძ. Κορινϑιαϰὸς ϰόλπος) — ყურე იონიის ზღვაში, საბერძნეთის დასავლეთ ნაპირთან. ღრმადაა შეჭრილი ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. სიგრძე 130 კმ, სიგანე შესასელელთან 3 კმ, მაქსიმალური სიგანე დაახლოებით 35 კმ. სიღრმე 935 მ-მდე. ჩრდილოეთი ნაპირი მთაგორიანია. დანაწევრებულია ყურეებითა და უბეებით.[1] ყურე იონიის ზღვასთან დაკავშირებულია პატრაიკოსის ყურით, ეგეოსის ზღვასთან — კორინთის არხითა და სარონიკოსის ყურით. ყურის ნაპირზეა საპორტო ქალაქი კორინთი.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კორინთის ყურე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 674.
- ↑ Коринфский залив // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 313.