კორინა შუმახერი

კორინა შუმახერი (დ.2 მარტი,1969) — გერმანელი ჩემპიონი მხედარი. ქორწინებამდე გვარი-ბეტში.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორინა შუმახერი ცხენოსანია. 2010 წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი ვესტერნ სტილის ცხენოსნობაში.[1] 1997 წელს კორინას შეეძინა ქალიშვილი, ჯინა-მარია, რომელიც პროფესიონალი ცხენოსანია,[2] ხოლო 1999 წელს — ვაჟი, მიკი,[3] რომელიც პროფესიონალი ავტორბოლელია და ფორმულა 1-ში ასპარეზობდა, თავისი მამისა და ბიძის გზას გაჰყვა.
კორინა დაქორწინებულია გერმანელ შვიდგზის ფორმულა 1-ის ჩემპიონ მიხაელ შუმახერზე და ყოფილი ფორმულა 1-ის მრბოლელის, რალფ შუმახერის, რძალი. კორინა და მაიკლი გერმანიაში დაქორწინდნენ 1995 წლის აგვისტოში[4][5]. მაიკლზე დაქორწინებამდე, 1990-იანი წლების დასაწყისში, კორინა ურთიერთობაში იყო აინც-ჰარალდ ფრენცენთან[6][7] .
შუმახერების ოჯახს ეკუთვნის ცხენების რანჩოები ტეხასში[8], ასევე შვეიცარიაში[9]. CS რანჩო, რომელიც მდებარეობს ტეხასის შტატში, საქმიანობს რეინინგის ინდუსტრიის ყველა ასპექტში, ძირითადი აქცენტით ცხენების გაწვრთნასა და შეჯიბრებებში მონაწილეობაზე. CS რანჩო იღებს გარე ცხენების შეზღუდულ რაოდენობას თავის სასწავლო პროგრამაში.[10]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jacob Murtagh. (11 November 2015) Michael Schumacher's family win right to host world reining championships. mirror.
- ↑ Michael Schumacher's lookalike daughter keeps winning in the family as she takes top prize at horse-riding event - Mirror, 12 August 2017
- ↑ Simmons, Marcus. Mick Schumacher confirms 2017 European F3 campaign with Prema (24 December 2016). ციტირების თარიღი: 11 January 2017.
- ↑ Brown, Oliver (2 January 2019). „Michael Schumacher's wife Corinna says F1 great is in 'very best of hands' in rare statement on eve of his 50th birthday“. The Telegraph (ინგლისური). ციტირების თარიღი: 27 August 2019.
- ↑ Corinna and Michael Schumacher wedding 1 August 1995 en. ციტირების თარიღი: 27 August 2019
- ↑ Michael Shumacher in hospital: Profile of the sportsman's wife Corinna Schumacher and their marriage (31 January 2014).
- ↑ Frentzen set to take on Schumacher.
- ↑ home :: CS Ranch. cs-ranch.com. ციტირების თარიღი: 7 April 2017.
- ↑ Home :: CS Ranch. cs-ranch.eu. ციტირების თარიღი: 7 April 2017.
- ↑ home :: CS Ranch. ციტირების თარიღი: 7 April 2017