კორეული ტელესერიალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კორეული ტელესერიალები (K-Drama, Korean Drama; ინგლ - კორეული დრამა) - სამხრეთ კორეაში კორეულ ენაზე გადაღებული ტელესერიალები. "კორეული ტალღის" - კორეული კულტურის გლობალური პოპულარობის ზრდის და სთრიმინგის სერვისების გავრცელების შედეგად მოიპოვეს პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით [1]. ცნობილია თავისი უნიკალური სტილით, მოდით და კულტურით.

ფორმატი და შექმნის პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Jumong site 1.jpg

1990-იანი წლებიდან უმეტესად წარმოდგენილია მინისერიალების ფორმატში. სერიალის შექმნაში მონაწილეონს ერთი რეჟისორი და ერთი სცენარისტი, რაც ყოველ პროექტს გადაღების და დიალოგების უნიკალურ სტილს აძლევს - დასავლეთის ქვეყნებში სერიალზე ხშირად რამდენიმე რეჟისორი და სცენარისტების გუნდი მუშაობს. ჩვეულებრივად შეიცავენ ერთ სეზონს და 12-24 60-წუთიან ეპიზოდს, ისტორიული ჟანრის სერიალები მეტ ეპიზოდს, მაგრამ ასევე ერთ სეზონს შეიცავენ. სერიალების ჩვენების ჩვეულებრივი დროა 22:00-23:00.

კორეული ტელესერიალების ყველაზე პოპულარული ჟანრებია რომანტიკა და კორეის ისტორიაზე დაფუძვნებული ისტორიული დრამა. კორეული დრამების გადაღება ხშირად დაძაბული გრაფიკით ხდება, ზოგჯერ გადაღების პროცესს ამთავრებენ ჩვენებამდე მზოლოდ რამდენიმე საათით ადრე- ჩვეულებრივად წინასწარ მზადდება ოთხი ეპიზოდი, შემდეგ კი ეპიზოდები მზადდება ჩვენების მიხედვით. სცენარი მოქნილია და სიუჟეტის მიმართულება ხშირად იცვლება მაყურებელთა აზრის და რეიტინგების მიხედვით. სცენარისტები ხშირად ისეთივე ცნობილები არიან, როგორც მსახიობები. მათი 90% მდედრობითი სქესისაა (ამავე დროს რეჟისორები უმეტესად მამაკაცები არიან) და ბევრი ფილმების ინდუსტრიიდან ტელევიზიაში გადადის უკეთესი ანახღაურების და პირობების გამო.

"კორეული ტალღის" - კორეული კულტურის საზღვარგარეთ გავრცელების ფენომენის გამო კორეელი მსახიობების ნაწილი საზღვარგარეთაც ცნობილი გახდა. ბოლო წლებში ტელესერიალებში გადასაღებად ხშირად იწვევენ კორეელ პოპ-მომღერლებს - ეს ტრენდი უმეტესად ნეგატიურად მიიღეს, ბევრი ამას "არაპროფესიონალურად" მიიჩნევს და აკრიტიკებს მომღერლების ხშირად ცუდ თამაშს. ბოლო წლებში კრიტიკამ იკლო, ზოგი პოპ-ვარსკლავი ცნობილიც გახდა მსახიობის ნიჭით.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველი სერიალისთვის ხალკე საუნდთრეკი იქმნება, რომლის ყიდვა მაყურებლებს სერიალისგან ცალკე უწევთ. ეს ტრენდი გაჩბდა 1990-იან წლებში, როდესაც მთლიანად ინსტრუმენტალური საუნდთრეკები შეცვალა პოპულარული შემსრულებლების სიმღერების გამოყენებამ. 2000-იან წლებში დაიწყო კორეელი პოპ-მომღერლების სერიალებში მსახიობებად გადაღება. თავისი როლის შესრულების გარდა ისინი ხშირად საუნდთრეკის შექმნაშიც მონაწილეობენ. საუნდთრეკებისთვის ხშირად უცხოელ მომღერლებს იწვევენ ან ყიდულობენ მზა სიმღერებს, რომლებიც დაწერილი იყო მომღერლის სხვა პროექტისთვის. ყოველი საუნდთრეკი განიხილება როგორც ცალკე ნაწარმოები, სერიალებისთვის შექმნილი სიმღერები ხშირად პოპულარულები ხდებიან სერიალის გარეთაც.[2]

ასაკობრივი შეზღუდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორეაში ტელეპროდუქციის ასაკობრივი შეზღუდვების სისტემა 2000-იან წლებში შემოიღეს. არსებობს შეზღუდვა თორმეტ (შეიძლება შეიცავდეს მსუბუქ უცენზურო ლექსიკას და არასერიოზულ ძალაბოდის სცენებს), თხუთმეტ (სერიალების და შოუების უმეტესობის რეიტინგი; შეიძლება განიხილებოდეს სერიოზული თემები, იყოს ძალადობის სცენები და უცენზურო ლექსიკა) და ცხრამეტ წლამდე (გათვლილია ზრდასრული მაყურებლებისთვის, უცენზურო ლექსიკა და ძალადობა).[3]

პოპულარობა კორეის გარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენია უნივერსიტეტის კვლელის მიხედვით, კორეული დრამების პოპულარობა აზიის სხვა ქვეყნებში გამოწვეულია მათში ასახული კონფუციონიზმის მოტივებით (სიყვარული ოჯახის მიმართ, სიკეთე, უფროსების პატივისცემა), რომლებიც ახლოა ზოგად აზიურ მსოფლმხედველობასთან. "YA Entertainment" - კორეული ტელესერიალების დისტრიბუტორი ამერიკაში - მიიჩნევს, რომ მათი პოპულარობა მსოფლიოში გამოწვეულია მათი ზოგადი კარგი ხარისხით, ვიზუალური სილამაზით და უნიკალური სტილით, რომელიც არ ექვემდებარება დასავლურ სტაბდარტებს. მათი პოპულარობა შეინიშნება აზიის ქვეყნებში (ჩინეთი, ტაივანი, ინდოეთი) და დასავლეთში, სადაც ზოგი კორეულ ტელეპროდუქციას დასავლურთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://storify.com/pattyptrb/what-are-you-opinion-korean-drama-or-thai-drama
  2. http://news.donga.com/3/all/20081006/8639815/
  3. https://www.koreatimes.co.kr/www/news/art/2012/02/135_104082.html
  4. http://thesaurus.history.go.kr/TermInfo.jsp?from=TermInfo&SearchString=%EB%AC%B8%EC%84%9C%ED%96%89%EC%A0%95&term_id=20980469
  5. http://www.idaegu.co.kr/news/articleView.html?idxno=277182