კორეული ტალღა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Love Korean Flag and Korean culture.jpg

კორეული ტალღა - ბოლო ათწლეულებში სამხრეთი კორეის კულტურის პოპულარობის ზრდის ფენომენი მსოფლიოს მასშტაბით. დაიწყო 1990-იან წლებში კორეული პოპ-მუსიკის და ტელესერიალების გავრცელებით მეზობელ ქვეყნებში, შემდგომში გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც ინტერნეტის და სოციალური მედიის მეშვეობით. XXI საუკუნის დასაწყისიდან სამხრეთი კორეა ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურული ექსპორტის მქონე ქვეყანაა, აღინიშნება მოვლენის სარგებლობა ქვეყნის ეკონომიკისთვის. წლიურად კულტურის განვითარებაზე და გავრცელებაზს კორეის ბიუჯეტის 1% გამოიყოფა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960-1990[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორეული ომის შემდგომ წლებში სამხრეთი კორეის ეკონომიკამ სწრაფი ზრდა განიცადა. ეკონომიკის რეაბილიტაციამ ხელი შეუწყო გართობის ინდუსტრიის ჩამოყალიბებას. 1960-იან წლებში დაწესდა კინოთეატრებში უცხოული ფილმების ჩვენების ლიმიტი, რომლის მიზანი კოირეული კინემატოგრაფის განვითარება და ამერიკულ ბლოკბასტერებთან კონკურენციის შემსუბუქება იყო. შემდგომში, ამერიკულ კინოსტუდიებთან მოლაპარაკებების შედეგად 1980-იან წლებში კანონი შემსუბუქდა მათ სასარგებლოდ და ჰოლივუდის გავლენა გაიზარდა. ჰოლივუდის ფილმების ინდუსტრია დიდ სარგებელს უტანდა აშშ-ს - მეტს, ვიდრე კორეული ავტომობილების ინდუსტრია, რომელიც ეროვნულ სიამაყედ ითვლებოდა. ამის მაგალითზე დაიწყო კულტურის, კერძოდ კინემატოგრაფის, განვითარების და გავრცელების გეგმების დამზადება და ინვესტორების ჩართვა.

1990-დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იანი წლების "აზიური კრიზისის" შედეგად ბევრი ინვესტორი და ბიზნესმენი მრეწველობის სფეროდან გართობის ინდუსტრიაში გადავიდა. ამ პერიოდში მოიხსნა ორმხრივი აკრძალვა კულტურულ იმპორტზე იაპონიასთან. იაპონიის კულტურის დომინირებია თავიდან ასაცილებლად კორეის კულტურის სამინისტრომ ბიუჯეტის ამაღლება მოითხოვა და 300 კულტურული დეპარტამენტი დააწესა უნივერსიტეტებში ქვეყნის მასშტაბით. 1999 წელს გამოვიდა პირველი კორეული მაღალბიუჯეტიანი ფილმი "შირი", რომელმაც კორეაში გაყიდვებით იმავე დროს გამოშვებულ "ტიტანიკს" გაუსწრო და პოპულარობა დასავლეთის ქვეყნებშიც მოიპოვა. ამ პერიოდში დაიწყო კორეული სერიალების და მუსიკის მეზობელ ქვეყნებში გავრცელება განსაკუთრებული წარმატებით ჩინეთში. ინდოეთის ქალაქ მანიპურძი, სადაც სეპარატისტულმა ჯგუფებმა აკრძალეს ინდური ფილმების გავრცელება, მოსახელოება კორეულ ფილმებს მიუბრუნდა. მოსახლეობის თქმით, ბავშვებმა კორეული ფრაზების გამეორებაც დაიწყეს. ასევე კორეული მოდა, ფილმები და სამზარეულო გავრცელდა ნეპალში, კორეული პოპ-მუსიკა კი 2000-იან წლებში წარმატებული იყო იაპონიასა და ჩინეთში. 2013 წელს კორეული სიმღერა "Gangnam Style" პირველი ვიდეო გახდა "Youtube"-ზე მილიარდზე მეტი ნახვით. "Youtube"-მა დიდი როლი ითამაშა კორეული მუსიკის ფართო გავრცელებაში - სხვა ქვეყნებში რადიო სადგურები ერიდებიან მშობლიური და ინგლისურის გარდა სხვა მუსიკის გაშვებას, ამიტომ "Youtube" კარგი პლატფორმა იყო ინდუსტრიისთვის ყურადღების მისაქცევად. ამან გამოიწვია დიდი გლობალური ინტერესი კორეული კულტურის მიმართ, რომელიც დღესაც გრძელდება.

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიგ ქვეყანაში, კერძოდ იაპონიაში, ტაივანში და განსაკუთრებით ჩინეთში კორეულ ტალღას ანტი-კორეული განწყობით შეხვდნენ, რომლის მიზეზი ნაციონალიზმი და ისტორიული კონფლიქტები გახდა. ჩინურმა პროდიუსერმა ჟან კუო-ლიმ კორეულ ტალღას "კულტურული შემოსევა" უწოდა და მოუწოდა მოსახლეობას უარი უთხრან კორეულ ექსპორტს. იაპონიაში ნეგატიური განწყობა კორეული ტალღის მიმართ გამოთქვა სხვადასხვა ცნობილმა პირმა, ბოიკოტი გამოუცხადეს რამდენიმე კორეულ ტელევიზიურ პროგრამას და კორეელ მსახიობს კიმ ტა-ჰის, რომელსაც როლი იაპონურ სერიალებში მისცეს.

კორეული გართობის ინდუსტრია ხშირად უპირისპირდება ბრალდებებს მუსიკისების უფლებების უგულველყოფაში. ჯგუფმა "TVXQ" თავის სტუდიას სასამართლოში უჩივლა, მათი თქმით მათ არ უხდიდნენ შეპირებულ თანხას და მათი 13-წლიანი კონტრაქტები მეტისმეტად გრძელვადიანი იყო. მათ წააგეს სასამართლოში, მაგრამ მსგავსი შემთხვევები და ბრალდებები ძალიან ბევრია.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://edition.cnn.com/2010/WORLD/asiapcf/12/31/korea.entertainment/index.html?iref=NS1
  2. http://www.time.com/time/world/article/0,8599,2013227,00.html
  3. https://foreignpolicy.com/articles/2012/09/27/the_gangnam_phenom
  4. https://www.google.com/hostednews/afp/article/ALeqM5gxOWILlKeDQpqipMWx9fIFnKMVEA?docId=CNG.2675b7fded96e2e3c9f9668042c6fbc4.551
  5. https://articles.latimes.com/2012/apr/29/entertainment/la-ca-kpop-20120429/2 დაარქივებული 2013-01-05 საიტზე Wayback Machine.