კორეის ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორეის ეროვნული მუზეუმის გარე მხარე

კორეის ეროვნული მუზეუმისამხრეთ კორეაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კორეის ისტორიისა და ხელოვნების, ასევე არის კულტურული ორგანიზაცია, რომელიც წარადგენს კორეას.1945 წელს მისი დაარსების დღიდან[1] ის ემსახურება სხვადასხვა კვლევით საქმიანობებს სხვადასხვა სფეროში: არქეოლოგია, ისტორია და ხელოვნება, რომელიც მუდმივად ვითარდება გამოფენებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხარჯზე.

2012 წელს გამოცხადდა, რომ 2005 წელს მუზეუმის იონგსანის რაიონში გადატანის შემდეგ დამთვალიერებლის რაოდენობამ ოც მილიონს მიაღწია, წლიური შემოსავალი კი სამ მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამან განაპირობა მისი აღიარება ერთ-ერთ ყველაზე მეტად ნახვად ხელოვნების მუზეუმად მსოფლიოში, აზიაში მესამე ყველაზე ნახვად მუზეუმად, ხოლო სამხრეთ კორეაში ის პირველ ადგილზე გავიდა.[2][3] 2011 წელს სეულის მიტროპოლიტი მთავრობის გამოკითხვის შედეგად, რომელშიც დაახლოებით 2000-მა უცხოელმა სტუმარმა მიიღო მონაწილეობა დადგინდა, რომ ტურისტებისთვის კორეის ეროვნული მუზეუმის სტუმრობა ერთ-ერთი საყვარელი აქტივობაა სეულში.[4] ის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია აზიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორეის პირველი მუზეუმი 1909 წელს დააარსა იმპერატორმა სუნჯონგმა, საიმპერატორო ოჯახის მუზეუმი. საიმპერატორო სახლის მუზეუმის კოლექციის-ჩანგიეონგგუნგში და იაპონიის მთავრობის ძირითადი მუზეუმი, წარმოდგენილი კორეაში იაპონიის მმართველობის პერიოდში გახდა ბირთვი ეროვნული მუზეუმის კოლექციისა, რომელიც დაარსდა, როდესაც 1945 წელს სამხრეთ კორეამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

კორეის ომის დროს მუზეუმის 20000 ექსპონატი უსაფრთხოდ გადაიტანეს პუსანში, რათა თავიდან აეცილებინათ მათი განადგურება. ომის დასრულების შემდეგ, როდესაც მუზეუმი დაბრუნდა სეულში, ის განთავსდა, როგორც გიეონგბოკგუნგის, ასევე დეოკსუგუნგის სასახლეებში. 1972 წელს მუზეუმმა კიდევ ერთხელ შეიცვალა ადგილი და ის გადაიტანეს ახალ შენობაში, რომელიც გიეონგბოკგუნგის სასახლის შემადგენლობაშია. 1986 წელს მუზეუმი ისევ გადაიტანეს ჯუნგანგჩეონგში, რომელიც არის ყოფილი შენობა იაპონიის გენერალური მთავრობის შენობებისა. მუზეუმი ამ შენობაში განთავსებული იყო (გარკვეული დაპირისპირებებისა და კრიტიკის ფონზე) მის დანგრევამდე - 1995 წლამდე . 1996 წლის დეკემბერში მუზეუმი საჯაროდ, მაგრამ დროებით გაიხსნა განახლებულ სოციალური განათლების დარბაზში. 2005 წლის 28 ოქტომბერს მუზეუმი უკვე ოფიციალურად ახალ დიდებულ შენობაში გაიხსნა, რომელიც მდებარეობს იონგსანის საოჯახო პარკში.

2005 წლის ოქტომბერში მუზეუმი გაიხსნა ახალ შენობაში, რომელიც მდებარეობს იონგსანის საოჯახო პარკში, სეულში, სამხრეთ კორეაში. მუზეუმის შენობა მდებარეობს იქ, სადაც ადრე იყო გოლფის მოედანი, რომელიც იყო იოგნსანის გარისონის ნაწილი, ის კორეაში ამერიკის შეერთებული შტატების ძალების ცენტრალური მმართველობის დაქვემდებრების ქვეშ იმყოფებოდა. შეერთებული შტატების არმიამ მიწის ნაწილი 1992 წელს დაუბრუნა კორეის მთავრობას, რომელიც შემდგომში გახდა იონგსანის საოჯახო პარკი. მუზეუმის პარკში გადატანის შესახებ გეგმები 1993 წლიდან დაიწყო, მაგრამ მისი გახსნა არაერთხელ გადაიდო თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენი მოედნის გამო, რომელიც საბოლოოდ ხელშეკრულებით 2005 წელს გადაიტანეს. მუზეუმში დაცულია 310 000 მდე ექსპონატი[5],აქედან 15000 ექსპონატის დათვალიერებაა შესაძლებელი. იგი გვიჩვენებს რელიქვიებსა და არტეფაქტებს, რომელიც ექვს მუდმივმოქმედ გამოფენა-გალერეაშია განაწილებული, როგორებიცაა პრეისტორიისა და უძველესი ისტორიის გალერეა, შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ისტორიის გალერეა, შემოწირულობის გალერეა, კალიგრაფიისა და ხატვის გალერეა, აზიური ხელოვნების გალერეა, ასევე ქანდაკებისა და ხელოსნობის გალერეა. ეს არის მეექვსე უმსხვილესი მუზეუმი მსოფლიოში ფართის თვალსაზრისით, დღესდღეობის ის მოიცავს 195551 კვადრატულ მეტრს.[6] იმისათვის, რომ დაცული იყოს მუზეუმის შიგნით არტეფაქტები, მთავარი შენობა ისე აშენდა, რომ მას შეუძლია 6.0 ბალიან მიწისძვრას გაუძლოს. გამოფენების დროს ექსპონატების შუშა აღჭურვილია დარტყმების შთანმთქმელი პლატფორმებით. არსებობს ასევე იმპორტირებული ბუნებრივი განათების სისტემა, რომელიც იყენებს მზის განათებას ხელოვნური განათების მაგივრად, ასევე იყენებენ სპეციალურად დამზადებულ კონდიცირების სისტემას. მუზეუმი დამზადებულია ცეცხლგამძლე მასალისგან. ასევე მას აქვს სპეციალური საგამოფენო დარბაზები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საბავშვო მუზეუმი, უზარმაზარი გარე საგამოფენო ტერიტორიები, რესტორნები, კაფეები და მაღაზიები.

მუზეუმის გეგმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეციალური საგამოფენო დარბაზი

მუზეუმი დაყოფილია სამ სართულად. სიმბოლურად მუზეუმის მარცხენა მხარე უნდა წარმოადგენდეს წარსულს, ხოლო მუზეუმის მარჯვენა მხარე მომავალს. მიწის სართული შეიცავს პარკებს, ბაღებს ძირძველი მცენარეებით, ჩანჩქერებსა და აუზებს, ასევე პაგოდების, სტუპებისა და ფანრების კოლექციებს (მათ შორის კორეის ეროვნული საგანძური N 2, ბოსინგაკის დიდებული ზარი, რომელიც ჩოსონის დინასტიის დროინდელი ზარის ნიმუშია).

პირველი სართული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ სართულზე განთავსებულია პრეისტორიული და უძველესი ისტორიის გალერეა, რომელიც შეიცავს დაახლოებით 4500 არტეფაქტს პალეოლოთის ხანიდან ერთიანი სილას პერიოდის ჩათვლით, რომელიც მოპოვებულ იქნა კორეის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად. გალერეაში ცხრა საგამოფენო ოთახი არის პალეოლითის ოთახი, ნეოლითის ოთახი, ბრინჯაოსა და კოჩოსონის ოთახი, სამი სამეფოს პერიოდის ოთახი, კოგურიოს პერიოდის ოთახი, პექჩეს ოთახი, გაიას ოთახი და სილას ოთახი. დაწყებული გაშალიშინებული ლალის თვლებიდან უძვირფასესი და მდიდრული სამეფო ორნამენტებიანად, ასევე რელიქვიები გვიჩვენებენ იმ რთულ და გრძელ გზას, რომელიც გამოიარა ნახევარკუნძულმა, სადაც ვითარდებოდა მათი საკუთარი უძველესი და უნიკალური კულტურა.

არტეფაქტები, მნიშვნელოვანი პრეისტორიული გვერდები და დასახლებები, როგორიცაა ბანგუადესა და სონგგუნგ-ნის დროინდელი პეტროგლიფები აღმოჩენილია ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანებში.

პირველ სართულზე ასევე განთავსებულია შუა საუკუნეებისა და ადრეული თანამედროვე ისტორიის გალერეა, რომელიც წარადგენს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას, ის აერთიანებს სილას, ბაჰეს, კორესა და ჩოსონის პერიოდებს. გალერეის რვა ოთახი მოიცავს ერთიანი სილას ოთახს, ბალჰეს ოთახს, კორეს ოთახს და ჩოსონის ოთახს.

მეორე სართული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე სართული შეიცავს შემოწირულობის გალერეას, კალიგრაფიისა და სამხატვრო გალერეას, რომელიც შეიცავს 890 ხელოვნების ექსპონატს, რომელიც წარმოადგენს ტრადიციულ და რელიგიურ კორეის ხელოვნებას ხაზებსა და ფერებში. კალიგრაფიისა და მხატვრობის გალერეა გაყოფილია ოთხ ოთახად: სამხატვრო ოთახი, კალიგრაფიის ოთახი, ბუდისტური ფერწერის ოთახი და სარანგბანგი (მეცნიერთა სახელოსნო).

შემოწირულობის ოთახი ფლობს 800 ექსპონატს კერძო კოლექციონერების კოლექციებიდან, რომელიც მუზეუმს შესწირეს. გალერეა დაყოფილია თერთმეტ ოთახად: ლი ჰონგ-კუნის კოლექციის ოთახი, კიმ ჩონგ-ჰკის კოლექციის ოთახი, იუ კანგ-იულის კოლეექციის ოთახი, პარკ იოუნგ-სუკის კოლექციის ოთახი, ჩოი იოუნგ-დოს კოლექციის ოთახი, პარკ ბიონგ-რეს კოლექციის ოთახი, იუ ჩანგ-ჯონგის კოლექციის ოთახი, კანეკო კაზუშიგეს კოლექციის ოთახი, ჰაჩიუმა ტადასუს კოლექციის ოთახი, ლუჩი ისაოს კოლექციის ოთახი და სხვა კოლექციის ოთახები.

მესამე სართული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე სართული მოიცავს ქანდაკებისა და გამოყენებითი ხელოვნების გალერეას, 630 ექსპონატით, რომელიც წარადგენს ბუდისტურ ქანდაკებებსა და ხელნაკეთ ნივთებს. გალერეას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი შეიცავს კორეს ნაწარმსა და კორეის ეროვნულ საგანძურს N 83, ბანგასაიუსანგი (ან ჩაფიქრებული ბოდჰისატვა). ეს გალერეა მოიცავს ხუთ ოთახს, ესენია: ლითონის ხელოვნების ოთახი, კელადონის ოთახი, ბუნჩეონგის ნაწარმის ოთახი, თეთრი ფაიფურის ოთახი და ბუდისტური ქანდაკებების ოთახი.

გარდა ამისა მესამე სართულზე არის აზიური ხელოვნების გალერეა, რომელიც შეიცავს 970 ექსპონატს, რომელიც შეისწავლის აზიური ხელოვნების მსგავსებას და განსხვავებებს, ასევე შეერთებებს აზიურ და დასავლურ ხელოვნებასთან აბრეშუმის გზის გავლით. ის დაყოფილია ხუთ ოთახად, ესენია: ინდოეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელოვნების ოთახი, ცენტრალური აზიის ხელოვნების ოთახი, ჩინური ხელოვნების ოთახი, სინანის წყალქვეშა ნაშთების ოთახი და იაპონური ხელოვნების ოთახი.

კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქროს გვირგვინი, კორეის ეროვნული საგანძური N 191[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილას ოქროს გვირგვინი

V საუკუნის სილას ოქროს გვირგვინი გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ჰვანგნამდეჩონგის ჩრდილოეთ საფლავის ტერიტორიაზე გიეონგჯუში. ჩრდილოეთის საფლავში უფრო მეტი ორნამენტებია, მათ შორის ვერცხლის ქამარი ორნამენტებითა და წარწერით „ბუინდე (ნიშნავს ქალბატონის ქამარი)“, ვიდრე სამხრეთის საფლავში. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩრდილოეთის საფლავი ეკუთვნოდა ქალს. ოქროს გვირგვინი კი მიუთითებს მფლობელის კლასზე, ის ეკუთვნოდა პოლიტიკურ და სოცილურ კლასს.

ჩაფიქრებული ბოდჰისატვა, ან მოოქროვილი ბრინჯაოს მაიტრეია მედიტაციის დროს, ეროვნული საგანძური N 83[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაფიქრებული ბოდჰისატვა

ეს ძეგლი, ადრეული VII საუკუნისაა, აღწერილია შემდეგნაირად: მას ფეხი- ფეხზე აქვს გადადებული, დაკარგულია ფიქრებში და თითები ლოყაზე აქვს დაყრდნობილი. ქანდაკებები ასეთ პოზაში წამოსულია ბუდას სხეულის მდგომარეობიდან, რომელიც ფიქრობდა და არჩევდა ადამიანის ცხოვრებას. ეს ქანდაკება გამოსახულია ბრტყელი გვირგვინით, რომელსაც ეწოდება „სამი მთის გვირგვინი“ ან „ლოტუსის გვირგვინი“. მისი ტანი შიშველია, მაგრამ ატარებს მარტივ ყელსაბამს. ამ ძეგლს აქვს აღსანიშნავი მსგავსებები ხის ჩაფიქრებულ ბოდჰისატვასთან -კორიუჯის ტაძარში (კიოტოში, იაპონია), რომელიც ითვლება სილას დამაარსებელ ბერად. ამ თვალსაზრისით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ქანდაკება სილას პერიოდში შეიქმნა. მიუხედავად ამისა, მისი დაბალანსებული ფორმების, ელეგანტურობისა და დახვეწილი ოსტატობის გამო, განიხილება, რომ ეს ქანდაკება შექმნილია ბეკჯეს პერიოდში.

საკმევლის სანთურა, კელადონი გამე მოხატულობით, კორეის ეროვნული საგანძური N 95[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაკეთი საკმევლის სანთურა

ეს არის XII საუკუნის საკმევლის სანთურა, რომელიც წარმოადგენს კორეს პერიოდის კელადონის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს. იგი შედგება საფარისგან (ცენტრში ნახვრეტთან ერთად, რომელიც საკმევლის გამოთვისუფლებისთვისაა საჭირო), სანთურისგან და საბრჯენისგან. ზევითა ხვრელი საკმევლისთვის არის მრუდხაზიანი ამობურცულობა შვიდი განძისგან გაკეთებული, ასევე ის ეხმარება საკმევლის გათავისუფლებაში.

ათ სართულიანი პაგოდა გიეონგჩუნის ტაძრიდან, კორეის ეროვნული საგანძური N 86[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ათ სართულიანი პაგოდა

„გიეონგჩეონსას ათ სართულიანი პაგოდა“ (경천사 십층석탑, 敬天寺十層石塔) თავდაპირველად აღმართული იყო გიეონგჩეონსას მონასტერში კორეს მეფის ჩუნგმოკის მმართველობის მეოთხე წელიწადს (1348). 1907 წელს იგი უკანონოდ გადაიტანა იაპონიის სასამართლოს ჩინოვნიკმა იაპონიაში, მაგრამ 1918 წელს იგი ბრიტანეთისა და ამერიკის ჟურნალისტების ე.ბეთელისა და ჰ.ჰულბერთის ბრძანებით დააბრუნეს კორეაში, 1960 წელს პაგოდა დაიდგა გიეონგბოკგუნგის სასახლეში, მაგრამ ძალიან გართულდა მისი დაცვა მჟავა წვიმებისა და გამოფიტვისგან. ამგვარად 1995 წელს გადაწყდა, რომ პაგოდა გადაეტანათ ეროვნული მუზეუმის შიგნით „გზა კორეის ისტორიისკენ“, როდესაც მუზეუმი კვლავ გაიხსნა 2005 წელს.

დანვონის მხატვრობის სტილის ალბომი, კორეის საგანძური N 527[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანვონის ნამუშევარი "მოცეკვავე ბიჭი"

XVIII საუკუნის მხატვარი კიმ ჰონგ-დო, აგრეთვე ცნობილი როგორც დანვონი ცნობილია თავისი იუმორითა და წრფელი ფერწერით უბრალო ადამიანთა ცხოვრებაზე. ეს ალბომი შედგება ოცდახუთი ნახატისგან, თითოეული კი ფოკუსირებულია მხოლოდ და მხოლოდ ფიგურებზე, ყველანაირი ფონის გარეშე. კიმის ნახატები არის მსუბუქი და თითქოს არასრული, მაგრამ ის გამოხატავს მეტყველ ფუნჯსა და დაბალანსებულ კომპოზიციებს. ვარაუდობენ, რომ კიმმა დაიწყო ასეთი ნახატების შესრულება, როცა ის ოცდაათი წლის გახდა, ხოლო ალბომი დაასრულა ორმოცი წლის ასაკში.[7]

ოეგიუჯანგგაკ უიგვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიუჯანგგაკი იყო სამეფო კარის ბიბლიოთეკა, რომელიც შეიქმნა ჩანგდეოკგუნგის სასახლის მიწაზე, დედაქალაქში, მეფე ჯეონგჯოს ბრძანებით, რომელიც იყო ოცდამეორე მმართველი ჩოსონის დინასტიის პერიოდში 1776 წელს. დროთა განმავლობაში ბიბლიოთეკა სახელმწიფოს დაფინანსებით ასევე გადაკეთდა კვლევით დაწესებულებად. 1782 წელს სამეფო კარის ბიბლიოთეკამ შემოიერთა ოეგიუჯანგგაკი, რომელიც დამტკიცდა განგვჰას კუნძულზე, რათა დაეცვათ და შეენახათ სამეფო ოჯახის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელიც იქ უფრო დაცული იყო, ვიდრე დედაქალაქში. ოეგიუჯანგგაკში განთავსებული იყო ყოფილი მეფეების, ისევე როგორც სამეფო საგვარეულოს ხელნაწერების, კალიგრაფიისა და ნახატების ასლები, უიგვე და სხვა მსგავსი ნივთები. მას შეიძლება ვუწოდოთ სამეფო ოჯახის კულტურის საცავი. უიგვე წარმოადგენს ჩანაწერების კოლექციას მთავრობის მიერ დაფინანსებული და ჩატარებული ღონისძიებებისა და ცერემონიების მზადების შესახებ, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ჩოსონის დინასტიის სამეფო ოჯახის წამყვანი წევრები. ტექსტი აღწერს პროცესს დეტალურად და გაფორმებულია ოსტატურად დახატული ილუსტრაციებით. ეს წიგნი დაიწერა მომავალი თაობისთვის ცნობების მისაწოდებლად, რომ ანალოგიური ცერემონიებისა და ღონისძიებების დაგეგმარებისას მინიმუმამდე შეემცირებინთ მარცხი და შეცდომა, რაც წარსულში უკვე დაუშვეს. XV საუკუნეში, ჩოსონის დინასტიის პერიოდში დაიწყო უიგვეს წარმოება და მისი პრაქტიკაში გამოყენება გაგრძელდა სამეფოს დასასრულამდე, XX საუკუნის დასაწყისამდე. ისინი ინარჩუნებენ მსოფლიო კონფუციანური კულტურის ფილოსოფიურ ელემენტებს, რომელიც დაფასებულია და სამართლიანი. ეს ნამუშევრები ასევე აჩვენებენ მმართველის ფილოსოფიასა და სისტემას, რომლის დახმარებითაც იმართებოდა ჩოსონის დინასტიის დროინდელი სახელმწიფო. მათი ისტორიული და კულტურული ღირებულებები მსოფლიოში უკვე აღიარებულია, როგორც „ჩოსონის დინასტიის სამეფო ოქმი“*1. ის 2007 წელს შევიდა იუნესკოს მსოფლიო რეგისტრაციის მეხსიერებაში.[8] მუზეუმში უიგვეს ან ჩოსონის დინასტიის „სამეფო ოქმების“ 297 ტომია, რომელიც 1866 წელს საფრანგეთის საომარი ოპერაციის დროს კორეის წინააღმდეგ გაიძარცვა და ინახებოდა საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ის სამშობლოში დააბრუნეს 2011 წლის აპრილიდან ივნისამდე ოთხი განცალკევებული განვადებით.[9] სპეციალური გამოფენა, ოეგიუჯანგგაკ იუგვეს დაბრუნება საფრანგეთიდან: ჩოსონის დინასტიის სახელმწიფო წესების ჩანაწერები, გაიმართება 2011 წლის 19 ივლისიდან 18 სექტემბრამდე.[10] 2011 წლის ივნისში გამოფენის მოწყობამდე მუზეუმმა საზოგადოებას წარუდგინა ხუთი ასლი, ასევე წყვილი აბრეშუმის ყდიანი ტომები.[11]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Seoul's best museums" CNN Go. 27 October 2011. Retrieved 2011-11-03
  2. Visitor Figures 2013: Museum and exhibition attendance numbers compiled and analysed, The Art Newspaper, International Edition, April 2014.
  3. „National Museum of Korea Welcomes 20-Millionth Visitor since Its Relocation to Yongsan“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-18. ციტირების თარიღი: 2017-01-07.
  4. „Mt. Nam Tops List of Foreign Tourists' Favorites“. Chosun Ilbo. 28 November 2011. ციტირების თარიღი: 23 April 2012.
  5. Director's Message | About the Museum | 국립중앙박물관. Museum.go.kr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-02. ციტირების თარიღი: 2014-03-28.
  6. Site Map | 국립중앙박물관. Museum.go.kr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-20. ციტირების თარიღი: 2014-03-28.
  7. [100 Highlights of National Museum of Korea, book]
  8. Site Map | 국립중앙박물관. Museum.go.kr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-28. ციტირების თარიღი: 2014-03-28.
  9. Lee, Claire "Ancient Korean royal books welcomed back home" დაარქივებული 2020-04-29 საიტზე Wayback Machine. Korea Herald. 6 December 2011. Retrieved 2012-04-23
  10. The Return of the Oegyujanggak Uigwe from France: Records of the State Rites of the Joseon Dynasty. Special Exhibitions. National Museum of Korea. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 23 April 2012.
  11. Lee, Claire (4 July 2011). „Museum shows royal books returned from France“. Korea Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 23 April 2012.